ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
19.11.2015 |

ფრონტლაინის კლუბში ჩატარდა სემინარი სახელწოდებით: „შედეგზე ორიენტირებული სწავლება და სტუდენტების ხელმძღვანელობა კვლევის ჩატარების პროცესში“

ფრონტლაინის კლუბში ჩატარდა სემინარი სახელწოდებით: „შედეგზე ორიენტირებული სწავლება და სტუდენტების ხელმძღვანელობა კვლევის ჩატარების პროცესში“

ფრონტლაინის კლუბში ჩატარდა სემინარი სახელწოდებით: „შედეგზე ორიენტირებული სწავლება და სტუდენტების ხელმძღვანელობა კვლევის ჩატარების პროცესში“

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანამედროვე სწავლების ცენტრი ყოველწლიურად ატარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოკითხვას აკადემიური პროცესის მიმდინარეობის შესახებ. შეჯამებული შედეგების მიხედვით იგეგმება სემინარები ან სამუშაო შეხვედრები აკადემიური პერსონალისათვის, რათა სწავლების პროცესი მუდმივად დაიხვეწოს.  

2015 წლის შეფასების ანალიზის შედეგად მთავარი აქცენტი გაკეთდა როგორც სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებზე, აგრეთვე  სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელობაზე.

7 ნოემბერს ჯიპას ფრონტლაინის კლუბში ჩატარდა სემინარი სახელწოდებით: „შედეგზე ორიენტირებული სწავლება და სტუდენტების ხელმძღვანელობა კვლევის ჩატარების პროცესში“.  ტრენინგს უძღვებოდა ჯიპას პარტნიორი ტროის უნივერსიტეტის პროფესორი ტერი ანდერსონი (ალაბამა, აშშ) http://trojan.troy.edu/artsandsciences/politicalscience/mpa/faculty/anderson.html

სემინარი მიეძღვნა თანამედროვე პედაგოგიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის: პედაგოგის მოტივაციას, ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას,  სტუდენტების, როგორც პროცესის აქტიური მონაწილეების როლს, პედაგოგის მიდგომას თითოეული სტუდენტის მიმართ, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, სტუდენტების ხელმძღვანელობას კვლევის შესრულების პროცესში. სემინარს ესწრებონენ ჯიპას აკადმიური პერსონალის წარმომადგენლები და მოწვეული ლექტორები. ჩატარებულმა სემინარმა დამსწრეთა მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

დალი ბერეკაშვილი: "ტრენინგის შემდგომ პირველივე ლექციაზე გამოვიყენე ქ-ნ ანდერსონის მიერ მოწოდებული მეთოდებიდან ერთ-ერთი"

ჟანა ანთია: „ძალიან საინტერესოა დიდი გამოცდილების მქონე ადამიანის მიერ ჩატარებული სემინარი, რომელიც რეალურ მაგალითებს ეყრდნობა. ჯიპა ყოველ წელს ექსკლუზიურად გვთავაზობს მსგავს სამუშაო შეხვედრებს, რაც სწავლების პროცესში ძალიან გვეხმარება.“

ნინო დოლიძე: „დოქტორ ტერი ანდერსონის მიერ ჩატარებული სემინარი უაღრესად საინტერესო იყო და მოიცავდა ისეთ მნიშვნელვან საკითხებს, როგორიცაა საგანმანათლებლო პროცესის ინტერაქტიულობა, სტუდენტების მოტივაცია, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ სემინარის განმავლობაში დოქტორმა ანდრსონმა გაგვიზიარა თავისი პირადი გამოცდილება სწავლების პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესებისათვის“.

ლევან ასათიანი: „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩატარებული სემინარით, იყო კონკრეტულ პრობლემატიკაზე ორიენტირებული და შინაარსობრივად დატვირთული. ქალბატონმა ტერიმ ნამდვილად დიდი შრომა გასწია, როცა ამ დროში შეძლო გამოცდილების გაზიარება და შინაარსობრივად დიდი ინფორმაციიას გადმოცემა.“

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი