ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიმედია  ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
12.11.2015 |

კლუბ „ფრონტლაინში“ გაიმართა დისკუსია მუნიციპალური სერვისების თემაზე

კლუბ „ფრონტლაინში“ გაიმართა დისკუსია მუნიციპალური სერვისების თემაზე

კლუბ „ფრონტლაინში“ გაიმართა დისკუსია მუნიციპალური სერვისების თემაზე

კლუბ „ფრონტლაინში“ გაიმართა დისკუსია მუნიციპალური სერვისების თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს და GIPA-ს სტუდენტებს შორის. 

2015 წლის 9 ნოემბერს ფრონტლაინ კლუბში  გაიმართა საჯარო დისკუსია  თემაზე „სკოლამდელი განათლება“. მოწვეული სტუმრები იყვნენ  თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ასოციაცია „პორტიჯის“ წარმომადგენელი ხათუნა დოლიძე და ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ თავმჯდომარე გიორგი მესხიძე. შეხვედრა ჩატარდა GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით.დისკუსიის ფარგლებში  იმსჯელეს  ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფო ბაღების მენეჯმენტი, აღსაზრდელების  მიღების მექანიზმი, აღსაზრდელებისა და აღმზრდელების თანაფარდობის ოპტიმალური რაციო, კვების კონტროლი და მონიტორინგი.ასევე, სტუმრებმა ისაუბრეს სკოლამდელი განათლების გამოწვევებზე - აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლების გზებზე, ინკლუზიური სწავლების უფრო მასშტაბურად დანერგვაზე, ახალი კანონპროექტის ავკარგიანობაზე. 

ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე მსგავსი შეხვედრები იმართება ფრონტლაინ კლუბში ყოველთვიურად. შეხვედრების ანონსი GIPA-ს ფეისბუქის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. 

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი