ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
26.10.2015 |

თორნიკე შარაშენიძის ახალი წიგნის "დიპლომატიის ისტორია" პრეზენტაცია

თორნიკე შარაშენიძის ახალი წიგნის "დიპლომატიის ისტორია" პრეზენტაცია

თორნიკე შარაშენიძის ახალი წიგნის "დიპლომატიის ისტორია" პრეზენტაცია

კლუბ "ფრონტლაინ"-ში, 29 ოქტომბერს, 7:30-ზე, გაიმართება GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის, თორნიკე შარაშენიძის ახალი წიგნის "დიპლომატიის ისტორია" პრეზენტაცია.

თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. ის მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003-2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოშინატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისადა საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007).

ლაშა ბუღაძე - „გარდა იმისა, რომ თორნიკე შარაშენიძე გამაოგნებლად საინტერესოდ გვიყვება პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ამბებს (რომელიც მისი წინა წიგნის, „IXX საუკუნის დიპლომატიის ისტორიის“ ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ, სადაც თხრობა ოტო ფონ ბისმარკის პროვიდენციალურ-ფატალისტური წინასწარმეტყვებით სრულდება), ეს ახალი წიგნი დღევანდელ აქტუალურ პრობლემებზეც გვაფიქრებს ძალაუნებურად; რადგან ევროპის ძველი და თითქოსდა მივიწყებული დრამები მოულოდნელად ახალ ევროპაშიც, ან უშუალოდ ევროპის მოსაზღვრე ანაქრონისტულ, ისტორიის შემაფერხებელ რეჟიმებშიც იჩენენ ხოლმე თავს. ესაა ღრმა და, რაც მთავარია, ნიჭიერად დაწერილი ისტორიულ-ანალიტიკური ნაშრომი, რომლის წაკითხვის შემდეგაც უამრავ მნიშვნელოვან, დამაფიქრებელ და პარადოქსალურ დეტალს შეიტყობთ 100 წლის წინანდელი ევროპის შესახებ“.

მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი