ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
23.07.2015 |

ჯიპას სტუდენტების გამოფენა - „გახსენი“ (UNLOCK)

ჯიპას სტუდენტების  გამოფენა -  „გახსენი“ (UNLOCK)

ჯიპას სტუდენტების გამოფენა - „გახსენი“ (UNLOCK)

გამოფენამ სახელწოდებით "გახსენი" (UNLOCK) სტუმრებს წარუდგინა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტების და ლექტორების მიმდინარე სასწავლო წლის მსვლელობისას შექმნილი 100-ზე მეტი საუკეთესო ნამუშევარი და პროექტი. გამოფენას 18 ივლისის საღამოს, სასტუმრომ „Rooms Hotel Tbilisi" უმასპინძლა.

გახსენი“ (UNLOCK) - ამ კონცეფციას ჯიპა იყენებს თავის სასწავლო პროცესში. მიზანი არის გავხსნათ და გავაფართოვოთ აზროვნება, გავიდეთ ტრადიციული აზროვნების გარეთ, გავხსნათ ყველაფერი, რაც ჩარჩოებშია ჩაკეტილი“ - მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანმა, ქალბატონმა ნინო ივანიშვილმა.

 


Created with flickr slideshow.

 

საუკეთესო ნამუშევრები წარადგინეს  ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლის აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამისა და ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა.

დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება მიიღო გამოფენაზე წარმოდგენილმა ინსტალაციებმა, ფოტო, ვიდეო და საუნდ პროექტებმა. ასევე, დიდი მოწონება დაიმსახურა ჯიპას ლექტორების: ცირა ელისაშვილის (ფერწერა და ფოტო), ლელი ბლაგონრავოვას (ფოტო), მარი ნაკანის (ფოტო), დიმა ჩიკვაიძის (ფოტო), დინა ოგანოვასა (ფოტო) და სოფო ჩერქეზიშვილის (ფერწერა) ნამუშევრებმა.

პროექტის „GIPA Support“ ფარგლებში, ინსტიტუტის სტუდენტებმა  და ლექტორებმა, ტრადიციულად მხარი დაუჭირეს 13 ივნისის სტიქიის  შედეგად  დაზარალებულებს და გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო-ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა “მომავლის  სკოლას”.

„მომავლის სკოლის“ დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნუცა ქორელმა, მადლობა გადაუხადა ჯიპას თანადგომისთვის აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მათთვის მსგავსი დახმარება, ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოფენის მსვლელობის პროცესში, ჟიურიმ გამოავლინა სტუდენტების საუკეთესო პორტფოლიოები ორი მიმართულებით:  აუდიო-ვიზუალური კონცენტრაციის საუკეთესო პორტფოლიოს ავტორი გახდა სოფო ჩხეიძე, ხოლო მედია ხელოვნების - სანდრო ლალიაშვილი. მათ გადაეცათ გარდამავალი პრიზი და გათავისუფლდნენ ერთი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდისაგან.

ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ ჯიპას ტრენინგების ცენტრის საუკეთესო ლექტორები (სტუდენტების შეფასებების მიხედვით) და სტუდენტები (აკადემიური მოსწრების მიხედვით), რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ზოგადი მენეჯმენტის ჯგუფის საუკეთესო ლექტორმა, მედეა ახალკაცმა წარმატებები უსურვა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ წელს გამორჩეულად ძლიერი ჯგუფი ყავდა. გიორგი თურქიამ, რომელიც 3 სასერტიფიკატო პროგრამის საუკეთესო ლექტორად დასახელდა, სტუდენტებს მოუწოდა, რომ ყველას “დაანახონ  ჯიპაში მიღებული ცოდნის შედეგი, რომ მიღებულ ქულას კი არ აქვს მნიშვნელობა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი -  მიღწეული შედეგია.” “ის დრო, რაც მე ჯიპაში გავატარე, იყო ერთ-ერთი საუკეთესო” - აღნიშნა პიარის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტმა, ელა მაკარიძემ.

ჯიპას ტრენინგების ცენტრის 2015 წლის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები გახდნენ:

ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა  - საუკეთესო ლექტორი: მედეა ახალკაცი; საუკეთესო სტუდენტი - მარიამ დავითინიძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათა მართვის სასერტიფიკატო პროგრამა  - საუკეთესო ლექტორი ნოდარ მელაძე, საუკეთესო სტუდენტები - ელა მაკარიძე და სოფო ჩიხლაძე.

ფინანსური მენეჯმენტის, ბიზნეს მენეჯმენტის და აგრო ბიზნეს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი - გიორგი თურქია, საუკეთესო სტუდენტები: მაია მემარნიშვილი, გიორგი კვანჭახაძე, დავით  ფარცვანია

კომუნიკაციის ფსიქოლოგიის სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: ზურა მხეიძე; საუკეთესო სტუდენტები: ლაშა ხოჯანაშვილი; გიორგი ვეკუა

მართვის ფსიქოლოგიის  სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: ლევან ზარდალიშვილი; საუკეთესო სტუდენტი: შიო სულამანიძე

რეკლამის და კომუნიკაციის სტრატეგიის სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი:  ნინო ნემსაძე; საუკეთესო სტუდენტი: ანა სანიკიძე

მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი; საუკეთესო სტუდენტი: დეა კურკუმული

ფოტოგრაფიიის  სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: მარი ნაკანი; საუკეთესო სტუდენტი: მაია ილურიძე

ჯანდაცვის მენეჯმენტი სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: ლელა სერებრიაკოვა; საუკეთესო სტუდენტი: თამარ შარიქაძე

Adobe MC სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: მაკა ჯიშკარიანი, საუკეთესო  სტუდენტი - სალომე ლაცაბიძე.

გრაფიკული და საკომუნიკაციო დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორები: ნინო ლიპარტელიანი და ალექსი ჩიქოვანი; საუკეთესო სტუდენტი: ტატა მეგრელიშვილი.

ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: ლელა სერებრაკოვა; საუკეთესო სტუდენტები: ციკო შაქარაშვილი, სოფო მანჯავიძე

არქიტექტურული ვიზუალიზაციის სასერტიფიკატო პროგრამა - საუკეთესო ლექტორი: თემო რუხაია; საუკეთესო სტუდენტი: გიორგი ჩიქოვანი

გამოფენის პროექტზე მუშაობდნენ: დიზაინი: მაკა ჯიშკარიანი; მუსიკალური გაფორმება: გიორგი მოზგოვოი (მუსიკოსები: ბაკურ მეტრეველი, ბექა ელოშვილი, მედია ხელოვნების სტუდენტები: გიორგი ჯინჭარაძე, მამუკა ცხადაია), პრომო ვიდეოს იდეა: გიორგი პოპიაშვილი, ოპერატორი: გურამ მოსიკაშვილი; მონტაჟი: მირიან ყენია; სპეცეფექტები: სოსო გვასალია. სტუდენტური პროექტების ხელმძღვანელები: მარიამ ნაკანი-მამასახლისი, სოფიო ჩერქეზიშვილი, დათო მაკარიძე, თიკო ნაჭყებია, მამუკა მუჩიაშვილი, ლელი ბლაგონრავოვა, დიმა ჩიკვაიძე, დინა ოგანოვა.

პროექტის მხარდამჭერები: სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi",  სარეკლამო კომპანია „outdoor.ge”, საკომუნიკაციო სააგენტო „JWT METRO”; ღვინის სახლი ყვარლის სარდაფი, ყავის სახლი ჩერი, კომპანია სარაჯიშვილი, საინფორმაციო მხარდამჭერი: „რადიო უცნობი“.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი