ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
17.07.2015 |

ჯიპას სტუდენტების გამოფენა - „გახსენი“ (UNLOCK)

ჯიპას სტუდენტების  გამოფენა -  „გახსენი“ (UNLOCK)

ჯიპას სტუდენტების გამოფენა - „გახსენი“ (UNLOCK)

18 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმროშიRooms Hotel Tbilisi" გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებისა და ლექტორების გამოფენა "გახსენი" (UNLOCK), სადაც წარმოდგენილი იქნება მიმდინარე სასწავლო წლის მსვლელობისას შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები და პროექტები.  

ღონისძიებაში მონაწილეობენ:

  • ტრეინინგების და კონსულტაციების ცენტრი
  • აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
  • ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა

ღონისძიება შედგება 2 ნაწილისგან:

ნაწილი პირველი - გამოფენა-გაყიდვა

  • აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები: ინსტალაცია, ფოტო, ვიდეო და საუნდ პროექტები
  • ჯიპას ლექტორების (ცირა ელისაშვილი, ლელი ბლაგონრავოვა, მარი ნაკანი, დიმა ჩიკვაიძე, დინა ოგანოვა, სოფო ჩერქეზიშვილი) ფოტო პროექტები
  • ჟურნალისტიკის სამაგისტრო და ფოტოფრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტების ფოტო პროექტები

ნაწილი მეორე - დაჯილდოვების ცერემონია

  • ტრენინგების ცენტრის კურსდამთავრებულები და საუკეთესო ლექტორები

პროექტის „GIPA Support“ ფარგლებში, ინსტიტუტის სტუდენტები  და ლექტორები, მხარს  უჭერენ  13 ივნისის სტიქიის  შედეგად  დაზარალებულ “მომავლის  სკოლას” და ღონისძიებაზე  გამოფენილი  ფოტოების  გაყიდვიდან  შემოსულ  თანხას  გადასცემენ  სკოლის  ხელმძღვანელობას.

პროექტზე მუშაობდნენ: დიზაინი: მაკა ჯიშკარიანი; მუსიკალური გაფორმება: გიორგი მოზგოვოი (მუსიკოსები: სანდრო კოზმანაშვილი, ბაკურ მეტრეველი, ბექა ელოშვილი, მედია ხელოვნების სტუდენტები: გიორგი ჯინჭარაძე, მამუკა ცხადაია), პრომო ვიდეოს იდეა: გიორგი პოპიაშვილი, ოპერატორი: გურამ მოსიკაშვილი; მონტაჟი: მირიან ყენია; სპეცეფექტები: სოსო გვასალია. სტუდენტური პროექტების ხელმძღვანელები: მარიამ ნაკანი-მამასახლისი, სოფიო ჩერქეზიშვილი, დათო მაკარიძე, თიკო ნაჭყებია, მამუკა მუჩიაშვილი, ლელი ბლაგონრავოვა, დიმა ჩიკვაიძე, დინა ოგანოვა.

პროექტის მხარდამჭერები: სასტუმრო „თბილისი„რუმსი“, სარეკლამო კომპანია „outdoor.ge”, საკომუნიკაციო სააგენტო „JWT METRO”; ღვინის სახლი „ყვარლის სარდაფი“, ყავის სახლი „ჩერი“, კომპანია „სარაჯიშვილი”.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი