ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
10.07.2015 |

განცხადება საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით

განცხადება საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით

განცხადება საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მიესალმება ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საჯარო მოხელეთა გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. თუმცა, შედეგობრივი თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორად შერჩეულ ფორმასა და მიდგომებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ცენტრის ფუნქციებისა და მოდელის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ ახლავე აღგვენიშნა შემდეგი გარემოებები:

საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება და ტრენინგ ცენტრი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ კვალიფიციური ცოდნა და განათლება სახელმწიფო მმართველობასა და მომიჯნავე დარგებში. ბაზარზე არსებული კონკურენცია ხელს უწყობს ხარისხის ზრდას და შესაბამის დაწესებულებებს უბიძგებს მუდმივად გააუმჯობესონ სწავლების მეთოდიკა, დანერგონ ახალი ლიტერატურა, მიიზიდონ საუკეთესო ტრენერები და ა.შ. 

ცენტრალიზებული ტრენინგ ცენტრის შექმნის შემთხვევაში დაეცემა კონკურენცია და გარკვეულწილად შეიზღუდება არჩევანი. თავის მხრივ, სავარაუდოა, რომ ექსკლუზიურად ფუნქციონირებადი ცენტრი ვერ მოახერხებს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, რადგან განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ, არა-კონკურენტულ პირობებში განახორციელებს საკუთარ საქმიანობას;

ხარისხიანი ტრენინგ ცენტრის შექმნას ჭირდება წლები და გამოცდილება. დღეს ბაზარზე მოქმედმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ევროპისა და ა.შ.შ.-ს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად შექმნეს თანამედროვე, წარმატებული პროგრამები; მოამზადეს / გადაამზადეს პროფესორები და ტრენერები;  ეს სასწავლო დაწესებულებები ჩართული არიან კვლევით საქმიანობაში და შედეგად მივიღეთ ხარისხიანი სასწავლო პროცესი. 

ამ აუცილებელი გამოცდილებისა და სხვა წინაპირობების გარეშე, მნიშვნელოვანი სირთულე იქნება ახლად შექმნილი ცენტრის მიერ მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. თუმცა ექსკლუზიურობის გამო (და სავარაუდოდ, დაბალი ფასიდან გამომდინარე) შესაძლოა მეტი მსურველი მიიზიდოს. ამგვარად, შესაძლოა საჯარო სამსახურისათვის აუცილებელი უნარების გაუმჯობესების ნაცვლად, საპირისპირო შედეგი მივიღოთ;

ცენტრის შექმნის იდეა გადასახედია ფინანსური თვალსაზრისითაც. სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სახსრების ხარჯვა პარალელური მომსახურების მიწოდებაზე, ხარჯ-ეფექტიანი გადაწყვეტილება არ არის, ვინაიდან ბაზარზე უკვე არსებობს რამდენიმე დაწესებულება, სადაც შესაძლებელია ხარისხიან განათლების მიღება. შესაბამისად, ვთვლით, რომ რაციონალური იქნებოდა ეს თანხები სხვა სფეროზე მიმართულიყო;

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითი ცხადყოფს, რომ მსგავსი ცენტრების შექმნა ხშირად არ ამართლებს. აღნიშნული, საკუთარ თავზე გამოსცადა არაერთმა სახელმწიფომ და მნიშვნელოვანია საქართველომ გაითვალისწინოს ამ ქვეყნების გამოცდილება;

მიგვაჩნია, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კონცეფცია სრულად არ არის ჩამოყალიბებული, იმედს ვიტოვებთ, სახელმწიფო, შესაბამის ორგანიზაციებთან დიალოგის გზით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი