ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
21.06.2015 |

GIPA-ს სტუდენტები სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო აქციას გამართავენ

GIPA-ს სტუდენტები სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო აქციას გამართავენ

GIPA-ს სტუდენტები სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო აქციას გამართავენ

რიყის პარკში, 21 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო აქციას გამართავს. გაიყიდება სტიქიით დაზარალებული ბავშვების ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. 

აქციას მხარი დაუჭირეს ქართველმა დიზაინერებმა და GIPA-ს სტუდენტებმა: გია ბოხუამ, ნიკა კუმბარმა, ლევან რატიშვილმა, კახა კახაძემ, ნინა მეგრელიძემ, აკაკი რაზმაძემ, ია მახათაძემ, ანა გრიგოლიამ, ესო ჯღამაძემ, სანდრო ლალიაშვილმა, ნიკა ხარატმა და ლიზა რატიშვილმა. თქვენ საშუალება გექნებათ შეიძინოთ ექსკლუზიური მაისურები, ჩანთები, ჭიქები, სამკერდე ნიშნები, სტიკერები და ა.შ. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისის ზოოპარკს და დაზარალებულ ბავშვებს.
ბავშვებს ორგანიზატორები ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან, მათ განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, უსაფრთხო გადაადგილებაზე კი - გარემოს დაცვის სამინისტრო. ღონისძიებაზე საკუთარ ნამუშებრებს წარმოადგენენ ის ბავშვებიც, რომლებიც მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და პიარ-კონსულტანტები (PRC). 
მხარდამჭერები: გაერო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენი ქართული“, გასართობი ცენტრი „ნევერლენდი“, „სნო“, „ბარამბო“, „კამპა“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა", კაფე "ასორტი", საფინანსო კომპანია "საქართველო", "ჯეოლაბი".

გთხოვთ მობრძანდეთ ღონისძიებაზე და შეიტანოთ თქვენი წვლილი დაზარალებულთა დასახმარებლად.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი