ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
12.06.2015 |

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირქტორის ვიზიტი GIPA-ში

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირქტორის ვიზიტი GIPA-ში

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირქტორის ვიზიტი GIPA-ში

11 ივნისს,  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტის “Frontline კლუბში” სტუდენტებს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში,  ბატონი ჰენრი კერალი შეხვდა.  ბატონმა კერალიმ ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ინკლუზიური დასაქმების ზრდის ხელშეწყობაზე.

ბატონი ჰენრი კერალი მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შესრულებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2012 წლის 1 ივლისიდან შეუდგა. ბ-ნ ჰენრი კერალის აქვს მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რომელთა შორისაა სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზია, ევროპა და ცენტრალური აზია. ბოლო პერიოდში ის მუშაობდა ტრანსპორტის სექტორის ხელმძღვანელად და უძღვებოდა ბანკის მიერ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაფინანსებულ პროექტებს ტრანსპორტის სფეროში.

2003 წელს მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე, ბ-ნი  კერალი ასწავლიდა ბირმინჰემის უნივერსიტეტში ინგლისში, სადაც იგი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე მუშაობდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ხარჯების ეფექტიანობის ეკონომიკური მოდელების კვლევას ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების  მიზანშეწონილობის  შეფასების მიზნით.

ბ-ნ  კერალის აქვს ორმაგი მოქალაქეობა: იგი არის როგორც უგანდის, ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. თავდაპირველად მან ინჟინრის განათლება უგანდაში მიიღო. ამის შემდეგ, ბ-ნ  კერალის მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი და დოქტორის წოდება ინგლისში, ბირმინჰემის უნივერსიტეტში. იგი ასზე მეტი პუბლიკაციის ავტორია.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი