ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
21.04.2015 |

GIPA-ს Vis Moot-ის გუნდის წარმატება

GIPA-ს Vis Moot-ის გუნდის წარმატება

GIPA-ს Vis Moot-ის გუნდის წარმატება

Willem C. Vis სახელობის 22-ე საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში წელს პირველად მიიღო მონაწილეობაGIPA-ს გუნდმა., გუნდმა, რომელიცშედგებოდა ხატია გოგილაშვილის, ქეთევან გივიშვილის, დარინა ბერიძისა და მიხეილ შათაშვილისგან, გაიარა 6 თვიანი ინტენსიური მომზადება შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

ზეპირი რაუნდის ფარგლებში, გუნდმა ითამაშა ოთხ იმიტირებულ პროცესში ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი), ბრუნელის სამართლის სკოლის (გაერთიანებული სამეფო), შანხაის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სამართლის უნივერსიტეტი (ჩინეთი) და არიზონა-სამიტის სამართლის სკოლის (ა.შ.შ.) წინააღმდეგ. გუნდის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის პოზიცია. გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა და მიიღო დადებითი შეფასება, როგორც არბიტრებისგან, ისე კონკურსში მონაწილე სხვა სტუდენტებისგან.

შეჯიბრის პოპულარობა ყოველ წლიურად იზრდება, რაც მონაწილე გუნდების რაოდენობაზეც აისახება. GIPA-ს გუნდი იყო ერთ-ერთი იმ 300-მდე გუნდს შორის 66 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა წლევანდელ იმიტირებულ პროცესში.Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვისსაერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრი 1994 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიდა აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

გუნდის წევრები მადლობას უხდიან ყველა სპონსორს იმ უნიკალური გამოცდილებისთვის, რაც მათი მხარდაწერით მიიღეს. გუნდს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია GIPA-მ; გუნდი აგრეთვე ნაწილობრივ დააფინანსა სს “ბაზისბანკმა”. 22-ე Willem C. Vis სახელობის შეჯიბრში მონაწილე GIPA-ს გუნდს აგრეთვე დიდი დახმარება გაუწიაიურიდიულმა კომპანიამ „BLC“. გუნდს მომზადებაში ეხმარებოდნენ იურიდიული კომპანია BLC-ის იურისტები, რუსა ჭკუასელი და ნინო სესიტაშვილი, რომლებიც 2009 წელს თავად მონაწილეობდნენ Willem C. Vis სახელობის შეჯიბრში. კომპანიამ აგრეთვე უზრუნველყო გუნდის ლოჯისტიკური მხარდაჭერა. შეჯიბრისათვის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყო კომპანიის ბიბლიოთეკა და მომზადებისათვის აუცილებელი მასალები.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი