ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
27.03.2015 |

მარი ნაკანი-მამასახლისის ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტო-გამოფენა „მე ვხედავ“

მარი ნაკანი-მამასახლისის ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტო-გამოფენა „მე ვხედავ“

მარი ნაკანი-მამასახლისის ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტო-გამოფენა „მე ვხედავ“

კინოთეატრ „ამირანი“-ში 25 მარტს გაიხსნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულთა ფოტო-გამოფენა.

„გამოფენა, რომელიც დიალოგის წარმართვის საშუალებაა ფოტოგრაფსა და საზოგადოებას შორის, დამწყებ ფოტოგრაფებს დაეხმარება საკუთარი თავი და ხედვა წარუდგინონ ფართო აუდიტორიას“ - აღნიშნა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა გახსნის ცერემონიაზე.

მარი ნაკანი-მამასახლისის 3 თვიანი, საავტორო პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები სწავლობდნენ ფოტოაპარატის აგებულებასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს; ეცნობოდნენ ფოტოგრაფიის საფუძვლებსა და სხვადასხვა მიმდინარეობებს; ეძებდნენ და ირჩევდნენ საკუთარ სტილს.

მრავალფეროვანი იყო დამსწრეთა მიერ სწავლის განმავლობაში შესრულებული შემოქმედებითი დავალებების თემატიკა და სპექტრი. სტუდენტები იღებდნენ პორტრეტებს, ავტოპორტრეტებს, პეიზაჟებს; მუშაობდნენ კინო-კადრების განახლებაზეც და ეუფლებოდნენ ახალ ტექნოლოგიებს.

სტუდენტების მიერ გადაღებული მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო 26 ფოტო შეირჩა გამოფენისთვის „მე ვხედავ“, რომელიც კინოთეატრში „ამირანი“ 4 აპრილამდე გაგრძელდება.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი