ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
23.01.2015 |

მიხეილ დარჩიაშვილის საჯარო ლექცია GIPA-ში!

მიხეილ დარჩიაშვილის საჯარო ლექცია GIPA-ში!

მიხეილ დარჩიაშვილის საჯარო ლექცია GIPA-ში!

სამშაბათს 27 იანვარს, 19:00 საათზე, GIPA-ში სტუდენტებს მოწვეული სტუმარი, კარიერული დიპლომატი, მიხეილ დარჩიაშვილი შეხვდება.

მოწვეული სპიკერი ისაუბრებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე და მიმოიხილავს ამ პროცესში არსებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს. აქვე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით  შეფასდება ნატოს უელსის სამიტის შედეგები, როგორც ალიანსის შესაძლებლობების განმტკიცების კუთხით ასევე საქართველოს უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით.    

მიხეილ დარჩიაშვილი არის კარიერული დიპლომატი 14 წლიანი გამოცდილებით. 2013 წლის ივლისიდან - 2014 წლის ნოემბრამდე მიხეილ დარჩიაშვილს ეკავა  საქართვლოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი. მის საკურატორი მიმართულებას ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი და საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენდა. იგი უშუალოდ იყო ჩართული უელსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესში ნატოს მხარესთან.    

2001-2012 წლებში მიხეილ დარჩიაშვილს ეკავა სხვადასხვა  პოზიცია დიპლომატიურ  სამსახურში. 2004-2008 წლებში იგი მუშაობდა ბრიუსელში, ნატოსთან საქართველოს მისიაში, ხოლო 2008-2013 წლებში აშშ-ში საქართვლოს საელჩოში მას ეკავა უფროსი მრჩევლის, ხოლო შემდგომ საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციები.  

მიხეილ დარჩიაშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, 2001 წლის გამოშვება.

დამატებითი ინფორმაციისთვის

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი