ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
30.12.2014 |

ინოვაციის ლაბორატორიის CG MULTILAB-ის პრეზენტაცია

ინოვაციის ლაბორატორიის  CG MULTILAB-ის პრეზენტაცია

ინოვაციის ლაბორატორიის CG MULTILAB-ის პრეზენტაცია

30 დეკემბერს, 14 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძვლად, კომპიუტერული გრაფიკის და ვიზუალური ეფექტების მიმართულებით ვიზუალური ეფექტების ლაბორატორიის  CG MULTILAB-ის პრეზენტაცია გაიმართა.

CG MULTILAB-ი, რომელიც კავკასიის რეგიონში  Autodesk-ის პირველი ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი იქნება თებერვლიდან დაიწყებს სასწავლო პროგრამების განხორციელებას კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციის, ვიზუალური ეფექტებისა და არქიტექტურული ვიზუალიზაციის მიმართულებით. სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ GIPA-სა და Autodesk-ის ერთობლივ საერთაშორისო სერტიფიკატს. სტუდენტები პროფესიონალების დახმარებით შექმნიან საკუთარ პორტფოლიოს და სტაჟირებას გაივლიან ადგილობრივ კომპანიებში. სასწავლო პროგრამას ახორციელებს კავკასიის რეგიონში ერთადერთი Autodesk-ის სერტიფიცირებული ტრენერი, პროფესიონალ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად. სასწავლო პროგრამის ფარგლებში იგეგმება მასტერკლასები, რომელსაც ჩაატარებენ მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები კომპიუტერული გრაფიკის, სპეცეფექტების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.

20 წელზე მეტია, რაც GIPA საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მუდმივ სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს.

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი