ENGLISH
ENGLISH
GIPAისტორიამისიააკრედიტაციაავტორიზაციარეგულაციებიადმინისტრაციავაკანსიებისასწავლო პროგრამების კატალოგიბიბლიოთეკის კატალოგიტესტისიახლეებიპროფესიულიბაკალავრიატიბიზნესისამართალიაუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნებასოციალური მეცნიერებებიმაგისტრატურასაჯარო მმართველობასაჯარო პოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობაბიზნესის ადმინისტრირებასაერთაშორისო სამართალისაერთაშორისო ურთიერთობებიმულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტისაზოგადოებრივი ურთიერთობებიახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიაგამოყენებითი ფსიქოლოგიაგარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკასასერტიფიკატო პროგრამებიგამოცხადებული პროგრამებისხვა კურსებიდოქტორანტურაკვლევის დეპარტამენტისადოქტორო პროგრამახარისხის უზრუნ. სამსახურიკვლევა და პუბლიკაციებითანამედროვე სწავლების ცენტრიმისაღები პროცედურებიადმინისტრაცია და ლექტორებისადოქტორო პროგრამის სამეცნიერო საბჭოკონტაქტიმიღება
უკან
16.12.2014 |

ვაკანსია GIPA-ში!

ვაკანსია GIPA-ში!

ვაკანსია GIPA-ში!

ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის კოორდინატორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის კოორდინატორის თანამდებობაზე.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის ადგილობრივი თვითთმართველობის ცენტრის მიზანია თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოში ადგილობრივი მმართველობისა და თვითთმართველობის სფეროს ლიდერების, ეფექტური მენეჯერებისა და მმართველების ჩამოყალიბების საშუალებით.

მმართველობის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის კოორდინატორის სამუშაო აღწერილობა, საქართველოს საზოგადოების საქმეთა ინსტიტუტის, მმართველობის სკოლის დეკანის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ, ადგილობრივი თვითთამართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის და ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელის შესაბამისი კურირებით, მდგომარეობს შემდგომში:

  • განავითაროს ადგილობრივი თვითთმართველობის ცენტრის დეტალური სამუშაო გეგმა და უზრუნველყოს მისი დროულად შესრულება, რაც უფრო კონკრეტულად გულისხმობს:

 ა)         ადგილობრივი თვითთამართველობის ჩარჩოებში და შესაბამის თემატიკაზე მოკლევადიანი ტრეინინგებისა და პროგრამების ორგანიზაციულ შემუშავებას და განხორციელებას;

ბ)         ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით ცნობიერების გაზრდის სხვადასხვა კამპანიების ჩატარების ორგანიზებას (სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე, მრგვალი მაგიდები, ვიზიტები რეგიონების და თბილისის ადგილობრივი თვითთმართველობების შესაბამის უწყებებში და ცენტრის საქმიანობის გაცნობა);

ც)         სხვადასხვა დონორ ორგანზაციებთან კონტაქტების დამყარება, მათი გამყარება და მუდმივი  კომუნიკაციის შენარჩუნება;

დ)       ადგილობრივი თვითთამართველობის თემატიკაზე ინსტიტუტის ფარგლებში და ასევე ინსტიტუტის სახელით სხვადასხვა ახალი ინიციტივების,  პროექტების წამოწყებას და განხორციელებას;

ე)         ადგილობრივი თვითთამართველობის თემატიკაზე სტუმრების/ექსპერტების მოწვევას ინსტიტუტის სტუდენტებთან შესახვედრად.

 

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ადმინისტრაციული მართვა;
  • კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან: ინფორმაციის შეგროვება ამ ორგანიზაციების მიმდინარე პროექტების შესახებ; პერიოდული შეხვედრების ორგანიზება; მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მისი შესაბამისი გამოყენება ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის თემატიკაზე სხვადასხვა დონორებისთვის თუ უწყებებისთავის წარსადგენი საპროექტო განაცხადების მომზადება;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის საქმიანობის შესახებ ვებ გვერდის ინფორმაციის მუდმივი და დროული განთავსება-განახლების უზრუნველყოფა;
  • ადგილობრივი თვითამართველობის თემატიკაზე შესაბამისი კვლევების წარმოებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • გაწეული მუშაობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა დეკანისათვის წერილობითი ფორმით.
  • სხვა მოვალეობების შესრულება  საჭიროებისა და შესაბამისობის მიხედვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება,  სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობის განხრით, ან შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში;
  • სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებში / პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • საპროექტო წინადადებების მომზადების ან მათ მომზადებაში მონაწილების გამოცდილება;
  • კრიტიკული ანალიზის უნარი და პროფესიული წერის შესაძლებლობა როგორც ქართულ, ასევე სასურველია ინგლისურ ენაზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;

 

საჭირო უნარები:

  • ორგანიზებული, კრეატიული, ინიციატივიანი, ტოლერანტული და კომუნიკაბელური;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებალდ მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • სამსახურთან მიმართებაში პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

 

ტექნიკური აღწერილობა:

თვიური ხელფასი: 1000-დან  1500 ლარამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაქვითვების შესაბამისად

სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს, შემდგომში ხანგრძლივი ვადით დასაქმების პერსპექტივით

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) და პირადობის მოწმობის ასლი მისამართზე:  recruitment@gipa.ge არა უგვიანეს 2015 წლის 12 იანვრისა. გასაუბრებები ჩატარდება 18-დან 22 იანვრამდე.  

 

საკონტაქტო პირი:

ლიკა კაკაბაძე

ტელ: 245 75 45

მისამართი: იეთიმ გურჯის 7ბ, 0105, თბილისი

www.gipa.ge

სიახლეების არქივი
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი