მოწვეული ლექტორები

მარიკა დარჩია

„საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიების ლექტორი

მარიკა დარჩია,  PR-ის სპეციალისტი, გავლილი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსები - ლონდონის PPR ინსტიტუტსა და რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციაში. 2014 წლიდან არის მოწვეული ლექტორი GIPA-ში, სადაც ასწავლის „საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიებს“ გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2017 წლიდან არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა მედია პალიტრაში კრეატიულ დირექტორად, 2013-2016 წლებში იყო თბილისის მერიის ღონისძიებათა ცენტრის საგამომცემლო კომისიის წევრი, კითხულობდა ლექციებს რობაქიძის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, იყო შეფასებისა და საგამოცდო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის მთავარი კონსულტანტი,“ საზოგადოებასთან ურთიერთობა“ - წიგნის ავტორი, „მასალები სალექციო კურსისთვის“ - კურსის ავტორი და ხელმძღვანელი, „საზოგადოებასთან ურთერთობის სამაგიდო ენციკლოპედია“ - ავტორი და რედაქტორი, პროექტის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ - ავტორი (2007- 2010, მედია პალიტრა). მიღებული აქვს პროფესიული პრემია „ოქროს აფრა“, საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.