პროფესურა

ალექსანდრე ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი / საჯარო პოლიტიკა ; გარდამავალი ქვეყნების პოლიტიკა

ალექსანდრე ჭკუასელი, დიპლომატი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში კითხულობს გარდამავალი ქვეყნების პოლიტიკას, ასევე საჯარო პოლიტიკა /პოლიტიკის ანალიზსა და უსაფრთხოების გამოწვევებს თანამედროვე ევროპაში. პარალელურად იგი არის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში -მიწვეული ლექტორი.   მას აქვს საკმაოდ დიდი და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძოდ დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ - საქართველოს საელჩოებში. მისი 18 წლიანი კარიერის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე, მოღვაწეობდა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საკონსულო სამსახურის უფროსად, საელჩოს მრჩევლად. მისი მონაწილეობით დაფუძნდა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, სადაც მუშაობდა როგორც საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად/საქმეთა დროებითი რწმუნებული სლოვენიის რესპუბლიკაში. მოგვიანებით მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე (დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი) და ამჟამად მუშაობას განაგრძობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.