GIPA განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით ავტორიზებულ უნივერსიტეტთა ხუთეულშია

საქართველოში დანერგილ ახალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით ავტორიზებული 24 უნივერსიტეტიდან GIPA საუკეთესო ხუთეულშია

საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ავტორიზაციის განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც 2017 წლამდე არსებული სამი სტანდარტის ნაცვლად 7 სტანდარტისა და 19 ქვესტანდარტის დაკმაყოფილებას გულისხმობს, საქართველოში ავტორიზაცია 28 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. მათგან ავტორიზაცია მიიღო 24–მა უნივერსიტეტმა, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), რომელიც განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით ავტორიზებულ უნივერსიტეტთა ხუთეულშია.

მოწვეული ლექტორები

ოთარ ქოჩორაძე

გეოპოლიტიკა, საქმიანი ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელების შედარებითი ანალიზი, საჯარო გამოსვლების თანამედროვე ტექნოლოგიები,

პროფესია : ისტორიკოსი
გამოცდილება : 2015 წლიდან - დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სრული პროფესორი.
2006-2015 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჯინერინგის
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2002-2006 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური
ფაკულტეტის სახელმწიფოს მართვის კათედრის დოცენტი.
1986-2002 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის
დოცენტი.
1983-1986 - საქრთველოს განათლების სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდული
პრობლემების შემსწავლელი რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი: უფრ.
მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, დირექტორის მოადგილე.
მოქმედი სამსახური : საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული
ბიზნესის დეპარტამენტი.
კვლევები და პუბლიკაციები: 1 მონოგრააფია, 10 სახელმძღვანელო, 50-ზე მეტი
სამეცნიერო სტატია.
ინტერესი  - ნადირობა, თევზაობა, აღმოსავლური ფილოსოფია.