GIPA განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით ავტორიზებულ უნივერსიტეტთა ხუთეულშია

საქართველოში დანერგილ ახალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით ავტორიზებული 24 უნივერსიტეტიდან GIPA საუკეთესო ხუთეულშია

საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ავტორიზაციის განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც 2017 წლამდე არსებული სამი სტანდარტის ნაცვლად 7 სტანდარტისა და 19 ქვესტანდარტის დაკმაყოფილებას გულისხმობს, საქართველოში ავტორიზაცია 28 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. მათგან ავტორიზაცია მიიღო 24–მა უნივერსიტეტმა, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), რომელიც განახლებული საერთაშორისო სტანდარტებით ავტორიზებულ უნივერსიტეტთა ხუთეულშია.

მოწვეული ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე

ეკოლოგიური სამართალი

მერაბ ბარბაქაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.

2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის („კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ") შესრულების კომიტეტის წევრი.

2011 წლიდან არის გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის ,,დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის რეესტრის (PRTR) შესახებ ოქმის'' შესრულების კომიტეტის წევრი.

2017 წლიდან ასწავლის საერთაშრისო ეკოლოგიურ (გარემოს დაცვის) სამართალს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA)

მერაბ ბარბაქაძე აქტიურად თანამშრომლობს მთელ რიგ საერთაშორისო და ადგილობრივ გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და არის გარემოსდაცვით იურისტთა რამოდენიმე საერთაშორისო გაერთიანების წევრი.