მოწვეული ლექტორები

თამარ ჟვანია

საარჩევნო ტექნოლოგიები და პოლიტიკური სწავლება

ელფოსტა: tzhvania@cec.gov.ge

განათლება:

  • დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი (სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ) - ივლისი- აგვისტო, 2009
  • სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი, (MA), წარჩინების დიპლომი (მაგისტრის ხარისხის ექვივალენტი), სერტიფიკატი დოქტორის ხარისხის მიღების შესახებ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1994-1997
  • ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებით, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (BA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1989-1994 

გამოცდილება:

  • ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი (EU-UNDP), სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობა - პროექტის მენეჯერი/ჯგუფის ხელმძღვანელი - მაისი, 2012 – სექტემბერი,  2013
  • ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ვაშინგტონის ოფისი (NDI DC), არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმი (CEPPS Program), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი - პროგრამის უფროსი მენეჯერი (ნიგერია) - ნოემბერი,  2011 – აპრილი,  2012
  • ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი (EU-UNDP), ეფექტიანი ეროვნული საარჩევნო პროცესების დიალოგისა და შესაძლებლობების განვითრების ხელშეწყობა - პროექტის მენეჯერი/ჯგუფის ხელმძღვანელი - ოქტომბერი, 2009 – ნოემბერი, 2011
  • გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი (UNDP), დემოკრატიული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობისთვის - პროექტის მენეჯერი - ნოემბერი, 2007 – სექტემბერი, 2009
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) - აღმასრულებელი დირექტორი - 1 მაისი, 2004 – 31 ოქტომბერი, 2007
  • ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) - კონსულტანტი საარჩევნო საკითხებში (გრძელვადიანი დამკვირვებელი), ბანგლადეში - დეკემბერი, 2006 – იანვარი, 2007
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - საზოგადოებრივი ურთიერთობების დირექტორი - მაისი, 2003 - მაისი, 2004
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) - პრესმდივანი, რედაქტორი - სექტემბერი, 2000 – მაისი, 2003
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება- წარმომადგენელი ცესკოში (ცენტრალური საარჩევნო კომისია), თებერვალი, 2000 – სექტემბერი, 2000

მოქმედი სამსახური:

  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - თავმჯდომარე, სექტემბერი, 2013 - დღემდე

პუბლიკაციები:

  • „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის ავტორი; „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2005 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო, შუალედური და განმეორებითი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის ავტორი; „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის ავტორი;
  • 2003 წლის ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზის შექმნაზე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მონიტორინგის ანგარიშის ავტორი;
  • 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ანგარიშის თანაავტორი;             
  • სხვადასხვა სტატიებისა და ბუკლეტების ავტორი საარჩევნო ადმინისტრაციის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ა.შ. თემებზე
  • „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) გაზეთ „სამოქალაქო საზოგადოება“–ს რედაქტორი და გამოქვეყნებული სტატიების ავტორი.

სწავლების გამოცდილება; წევრობა/მონაწილეობა კომიტეტებში:

  • ლექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – GIPA, საჯარო მმართველობის მაგისტრის პროგრამა - საარჩევნო ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური სწავლების კურსი – 2017, 2018;
  • ლექტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – (Alma-Mater), ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამა – საარჩევნო მართლმსაჯულების კურიკულუმი - 2016;
  • ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა – საარჩევნო მართლმსაჯულების კურიკულუმი - 2015-2016;
  • საგრანტო საორგანიზაციო კომიტეტის საბჭოს წევრი, IFES – 2009-2011;
  • საგრანტო საორგანიზაციო კომიტეტის საბჭოს წევრი, ევრაზიის ფონდი – 2008, 2012;
  • საგრანტო საორგანიზაციო კომიტეტის საბჭოს წევრი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, 2009-2011.

პროფესიული ტრენინგები და მიღებული ჯილდოები:

  • ჯო სი ბაქსტერის ყოველწლიური ჯილდო, 2017 - ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ საარჩევნო გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აგვისტო, 2013; თბილისი, საქართველო
  • დემოკრატიის მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის (BRIDGE) სრულად აკრედიტებული ფასილიტატორის სერტიფიკატი; სტატუსი - BRIDGE შეხვედრების ფასილიტატორი, მაისი-ივნისი 2011, ბათუმი, საქართველო;
  • პროგრამა “საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების სტრატეგია” საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი, (ICPS), თებერვალი 2011, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  • არაძალადობრივი კონფლიქტების სწავლების სერტიფიკატი, ტაფტის უნივერსიტეტის ფლეჩერის საზაფხულო ინსტიტუტი, ივნისი, 2010, მედფორდი, მასაჩუსეტსი
  • სერტიფიკატი კონფლიქტის პრევენციის შესახებ საარჩევნო დახმარების სფეროში - ევროკომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, მარტი 2010, ბარსელონა, ესპანეთი
  • BRIDGE-ის სერტიფიკატი/აკრედიტაცია, ივლისი 2009, ქობულეთი, საქართველო
  • ეფექტური საარჩევნო დახმარების პროგრამის სერტიფიკატი - ევროკომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ივნისი-ივლისი 2009, აკრა, განა
  • სერთიფიკატი ფონდების მოძიების უნარჩვევების გამომუშავებაზე - ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC), აპრილი 2009, გუდაური, საქართველო
  • სერტიფიკატი მენეჯმენტში - ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC), მარტი 2009, გუდაური, საქართველო;
  • საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი - საქართველოს ცენტრალური საარჩვენო კომისია (ცესკო), თებერვალი 2008, თბილისი, საქართველო
  • პროექტების მენეჯმენტის ტრენინგი- ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC), 2-3 აპრილი 2005, თბილისი, საქართველო;
  • სერტიფიკატი აკადემიური წარმატებისათვის გაცვლითი ტრენინგ–პროგრამა ორგანიზაციულ განვითარებაში (GONG - ხორვატია, NDI); მარტი 13-20, 2005, ზაგრები, ხორვატია
  • საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ტრენინგი - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებეთა ოფისი (OSCE/ODIHR) – დეკემბერი 2005; ალმატი, ყაზახეთი
  • საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ტრენინგი – ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (NUPI) - სექტემბერი, 2005; ოსლო, ნორვეგია;
  • საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ტრენინგი – სერტიფიკატი აკადემიური წარმატებისათვის (ENEMO - საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი), ნოემბერი-დეკემბერი, 2004; კიევი, უკრაინა;
  • ტრენინგი არჩევნების მონიტორინგის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში – სერტიფიკატი აკადემიური წარმატებისათვის (USAID, GONG - ხორვატია, World Learning), ივლისი 12-17, 2003, თბილისი, საქართველო
  • სერტიფიკატი აკადემიური წარმატებისათვის, სპიკერის ტრენინგი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ნოემბერი 22, 2002, თბილისი, საქართველო
  • ტრენინგი ადვოკატირებასა და საპროექტო ციკლში –ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 18–24 ოქტომბერი, 2000 ლიკანი, საქართველო.

არჩევნების მონიტორინგზე მიღებული გამოცდილება:

  • საყოველთაო არჩევნები ონტარიოს შტატი, კანადა - 2018 (ცესკო, საქართველო)
  • დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნები– 2017 (ცესკო, საქართველო)
  • ესტონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები – 2015 (ცესკო, საქართველო)
  • ბელარუსის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები – 2015 (ცესკო, საქართველო)
  • აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის არჩევნები – 2014 (საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებული საარჩევნო პროგრამა)
  • ლატვიის საპარლამენტო არჩევნები– 2014 (საერთაშორისო დამკვირვებელი)
  • საერთაშორისო დამკვირვებელი – 2014 (საერთაშორისო დამკვირვებელი)
  • საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში–2007ეუთოს დემოკრატიული ნსტიტუტებისა და ადამიანის
  • უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მოკლევადიანი დამკვირვებელი)
  • საპარლამენტო არჩევნები ბანგლადეშში – 2007 (NDI - გრძელვადიანი დამკვირვებელი)
  • ადგილობრივი არჩევნები საქართველოში – 2006 (ISFED - სადამკვირვებლო მისიის ხელმაძღვანელი)
  • საპარლამენტო შუალედური და განმეორებითი არჩევნები საქართველოში - 2005 (ISFED - სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
  • საპარლამენტო არჩევნები ნორვეგიაში– 2005 (ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (NUPI) მოკლევადიანი დამკვირვებელი)
  • საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში–2005(ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მოკლევადიანი დამკვირვებელი
  • საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში -2004, არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის (ENEMO)  მოკლევადიანი დამკვირვებელი;
  • საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - 2003, 2004 (ISFED - სადამკვირვებლო მისიის ხელმაძღვანელი)
  • ადგილობრივი არჩევნები საქართველოში– 2002 (ISFED - სადამკვირვებლო მისიის წევრი)
  • საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში - 2000, 2004 (ISFED - სადამკვირვებლო მისიის წევრი)
  • საპარლამენტო არჩევნები საქართველოში – 1999 (ISFED - მოკლევადიანი დამკვირვებელი)

ენები:

  • ქართული - მშობლიური
  • ინგლური და რუსული - თავისუფლად
  • ფრანგული - საბაზისო დონეზე

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

Microsoft-ის სრულყოფილი ცოდნა®Windows და Office პროგრამები (Word, Excel, PowerPoint, Outlook, etc.).