მოწვეული ლექტორები

ირაკლი იმედაძე

ფსიქოლოგიის საფუძვლები; ფსიქოლოგიის ისტორია; ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები; ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია;

ირაკლი იმედაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე: „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, „ფსიქოლოგიის ისტორია“, „ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები“.  ირაკლი იმედაძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში, რობაქიძის უნივერსიტეტში. 2016-2011 წლებში იყო დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დღემდე არის თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ირაკლი იმედაძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, სტატიები ქართულ და უცხოურ ჟურნალებში, სამეცნიერო შრომები ფსიქოლოგიის საკითხებზე. სისტემატურად მონაწილეობს  ფორუმებსა და კონფერენციებში, აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში. ამჟამად მონაწილეობს შოთა რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის  გრანტში „განწყობის თეორიის ცნებითი აპარატის დადგენა“    2015-2018.