News Reporter of radio GIPA

Ia Shalamberidze

News Reporter of radio GIPA

ია შალამბერიძე GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის  სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.

სხვადასხვა დროს ის მუშაობდა სამეცნიერო გამოცემების მთარგმნელად და რედაქტორად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის რედაქტორად და გასართობი პროგრამების აღმასრულებელ პროდიუსერად, იყო მედიის განვითარების ფონდის მედია ანალიტიკოსი.

ამჟამად ია შალამბერიძე აქტიურად არის ჩართული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებში, პარალელურად, არის რადიო GIPA-ს ახალი ამბების წამყვანი, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან მედია ადვოკატირების კუთხით და ხელმძღვანელობს მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“, რომლის თანადამფუძნებელი და დირექტორია.