ყველა სკოლა
ENGLISH

რეკლამა და გრაფიკული დიზაინი

 რეკლამა და გრაფიკული დიზაინი

Certificate Advertising and Graphic Designer

Become Art Director at GIPA 

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი და Art Factory of GIPA აცხადებს მიღებას საერთაშოროსო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე რეკლამა და გრაფიკული დიზაინი.

 

გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას კრეატიულ ინდუსტრიაში მოქმედი პროფესიონალებისგან.

დაგეხმარებით გახდეთ გამორჩეულები თქვენს მიერ შერჩეულ პროფესიაში.

გაძლევთ შანსს:

  • მოხვდეთ სტაჟირებაზე კრეატიულ სააგენტოებში
  • მიიღოთ მონაწილეობა GIPA-ს ყოველწლიურ პორტფოლიო რევიუში
  • გახდეთ გლობალური ქსელის წევრი

 

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩამოყალიბებულია საკუთარ ინტერესებში.


საგნები და ლექტორები

1.Photoshop / 10 შეხვედრა - მსმენელები შეისწავლიან თანამედროვე  სარეკლამო სივრცეში, საკომუნიკაციო დიზაინის საფუძვლებს Photoshop-ის გამოყენებით.

ლექტორი: მირიან ყენია

დიზაინერი

 

2.Adobe Illustrator / 8 შეხვედრა - მსმენელები შეისწავლიან გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს Adobe Illustrator-ის საშუალებით.

ლექტორი: მაკა ჯიშკარიანი

სარეკლამო სააგენტოს „მაკენ ერიქსონი“- არტ დირექტორი

 

3.Advertising  Campaigns / 10 შეხვედრა მსმენელები შეისწავლიან სარეკლამო სფეროს საწყისებს, კონკრეტულ ბრიფზე სარეკლამო კამპანიის დაგეგმვას და შემუშავებას.

ლექტორიგიორგი ქვლივიძე

საკომუნიკაციო სააგენტოს "Holmes&Watson" - არტ დირექტორი

 

4.Branding / 8 შეხვედრა  სტუდენტები შეისწავლიან ბრენდის მართვის სისტემებს, მის ფუნქციას და კონცეფციას, სახელის შერჩევას და საკომუნიკაციო სტრატეგიას ბრენდის პლატფორმაზე დაყრდნობით. 

ლექტორიალექსი ჩიქოვანი

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს „LIVE“ - დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი

 

5.Presentation Skills / 5 შეხვედრა - მსმენელები გამოიმუშავებენ პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადების და წარდგენის უნარ-ჩვევებს. 

ლექტორიირინა ბრეგვაძე

თანამშრომელთა სწავლების და განვითარების მენეჯერი სადაზღვეო კომპანია „GPI ჰოლდინგი“

 

6.Communications Strategy Planning / 7 შეხვედრა - მსმენელები შეისწავლიან საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას.

ლექტორი: ეკა ყიფიანი

საკომუნიკაციო სააგენტოს “JWT მეტრო“ - კრეატიული დირექტორი

 

7.Brand visualization / 7 შეხვედრა - მსმენელები შეისწავლიან ბრენდთან მიმართებაში აიდენტიკას, პროდუქტის დიზაინს, შეფუთვას, ტექნოლოგიებს და დიზაინის თავისებურებებს.

ლექტორი: ლევან რატიშვილი

სარეკლამო  კომპანიის „MG“და ღვინის კომპანიის „ბესინი“ - არტ დირექტორი

 

8.Visual Story Pakaging  / 9 შეხვედრა - ციფრული მედია ფროდაქშენის ექსპრეს კურსი.

საკვანძო საკითხები:

 

  1. Digital Story Pakage
  2. დიზაინ სტრატეგიის აღსრულება
  3. User Interfaces & User Experience

 

 ლექტორი: ალექსანდრე მელია

თამაშების დეველოპერული კომპანია “Golden Fox“ - თანადამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი

 

9.Design Strategies / Design Thinking / 6 შეხვედრა - მსმენელები შეისწავლიან ხელოვნების მიმდინარეობებს, სტილებსა და ტენდენციებს. კურსის მიზანია შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

ლექტორინინო ლიპარტელიანი

ასოციაცია „4Art“ პრეზიდენტი, არქიტექტორი, დიზაინერი

 

10.Advertising Art Direction / Writing for Advertising / 6 შეხვედრა - ინტერაქტიული სალექციო კურსი მსმენელებს საშუალებას მისცემს გაიაზრონ რეალური პროექტების განხორციელების პროცესში არტ დირექტორის და "კოპირაიტერის"ურთიერთთანამშრომლობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ჯგუფი კრეატიულ სააგენტოში.  

ლექტორი: მერი გიორგობიანი

საკომუნიკაციო სააგენტოს "Holmes&Watson" - არტ დირექტორი

ლექტორი: დავით ბაბიაშვილი

საკომუნიკაციო სააგენტოს "Holmes&Watson" - კოპირაითერი

11.Creative process / 6 შეხვედრა - მსმენელები შეისწავლიან შემოქმედებით და სარეკლამო ტექსტებზე (სცენარი, „ნეიმინგი“, სლოგანი, ქვეტექსტი) მუშაობის სპეციფიკას, ძირითადი ფორმების/მოდელების ათვისებას და შემოქმედებითი კონცეფციის ჩამოყალიბებას.

ლექტორი: ნინო ნემსაძე

კრეატიული დირექტორი

 

12.ფინალური პროექტი - სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები მუშაობენ ფონალურ, ჯგუფურ პროექტზე.

 

სასწავლო პროცესი


სწავლის ხანგრძლივობა: 20 კვირა; სწავლა დაიწყება 2017 წლის 1 ოქტომბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ხუთჯერ, სამუშაო დღეებში -  საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

კურსის მოცულობა: 246 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 სექტემბერი.

საბუთების მიღების შემდეგ, 25-28 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: 

  1. მოტივაცია
  2. კომუნიკაციის უნარი

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 2400 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად:

I ეტაპი – 1800 ლარი – 2017 წლის 8 ოქტომბრამდე

II ეტაპი – 600 ლარი – 2017 წლის 10 ნოემბრამდე

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი სისტემით

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

სერტიფიკატი

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ Junior Art Director -ის სერტიფიკატი (JAD). 

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად: 

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური პროექტის მომზადება და წარდგენა;

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86