ყველა სკოლა
ENGLISH

რადიო ჯიპა

რადიო GIPA ერთადერთი სტუდენტური რადიოა საქართველოში, სადაც თანამედროვე, ახალგაზრდების ფავორიტი, მუსიკა ისმის. Hip-Hop, R&B, Alternative Rock, ელექტრონული მუსიკა, DJ Sets.
  • რადიო GIPA პირველი რადიო სადგურია, რომელსაც მუდმივი, ინგლისურენოვანი, აუდიტორია ჰყავს;
  • რადიო GIPA 24 საათიდან 6 საათს ამერიკულ ნაციონალურ რადიოს - NPR - უთმობს;
  • რადიო GIPA- ს მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ქვეყანასა თუ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ახალგაზრდები ისაუბრებენ;
  • რადიო GIPA ეყდრნობა ძირითად ჟურნალისტურ პრინციპებს, რაც გამოიხატება პატიოსნებაში, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიზუსტეში;
  • რადიო GIPA თბილისში და მის შემოგარენში მაუწყებლობს FM 94.3 სიხშირეზე და ინტერნეტში http://www.newscafe.ge/;
  • რადიო GIPA-ს აუდიტორია 21- 27 წლის ახალგაზრდა, აქტიური, მსმენელია. რადიოს მსმენელი სწავლობს ან დასაქმებულია. კარიერულ წინსვლაზე, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს. იცის ერთი ან რამდენიმე უცხო ენა, აქტიურია სოციალური მედიაში და ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს. უსმენს მუსიკას და უყვარს გართობა;