ყველა სკოლა
ENGLISH

საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებათა მართვა

საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებათა მართვა

Public Relations and Event Management

Become Professional PR Manager at GIPA

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებათა მართვა.

  

გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისგან.

დაგეხმარებით გახდეთ გამორჩეულები თქვენს მიერ შერჩეულ პროფესიაში.

გაძლევთ შანსს:

  • მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა პრაქტიკოსი ლექტორებისგან
  • მოხვდეთ სტაჟირებაზე კერძო კომპანიებში
  • განახორციელოთ რეალური პროექტი სწავლის დასრულების შემდეგ 
  • გახდეთ გლობალური ქსელის წევრი

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩამოყალიბებულია საკუთარ ინტერესებში.


საგნები და ლექტორები

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, კამპანიის ბიუჯეტირება და მართვა / 11 შეხვედრა მსმენელები შეისწავლიან საზოგაოდებასთან ურთიერთობის კამპანიის დაგეგემვას,  სიტუაციის ანალიზს, საკომუნიკაციო თეორიებს და მათ გამოყენებას კამპანიაში, ბიუჯეტირებას და კამპანიის შეფასების პრინციპებს.

ლექტორი: თინათინ სტამბოლიშვილი

მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სადაზღვეო კომპანია „GPI ჰოლდინგი“

  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა / 3 შეხვედრა მსმენელებს ჩამოუყალიბდებათ სისტემური წარმოდგენა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, შეძლებენ კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრისას გაითვალისწინონ სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა  და მოახდინოს მისი  ინტეგრირება სხვადასხვა აქტივობებში.

         ლექტორითამარ როდონაია
          კომუნიკაციების ექსპერტი - კომპანია “ჯეოსელი“

 

2. მარკეტინგი / 10 შეხვედრა მარკეტინგის, როგორც დისციპლინის და მარკეტინგული განხრების შესწავლა. ტაქტიკის შემუშავება და მისი ინპლემენტაცია. ბაზარზე, მოთხოვნაზე და პროდუქტზე დაყრდნობით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ფრაგმენტაცია და რეალიზაცია.

საკვანძო საკითხები:

  1. კონტენტ მარკეტინგი
  2. სოციალური მედია კომუნიკაციები
  3. პიარის როლი მარკეტინგში

ლექტორი: ალექსანდრე მელია

თამაშების დეველოპერული კომპანია “Golden Fox“ - თანადამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი

 

3. წერა და ლაპარაკი პიარში / 6 შეხვედრა მსმენელები ისწავლიან პროფესიული ეთიკის პრინციპებს, მედია საშუალებების კორექტულად შერჩევას და სასურველი შეტყობინების („მესიჯის“) გამიზნულად ჩამოყალიბებას, პრესრელიზის და საჯარო განცხადების დაწერას.

ლექტორი: ნინო დანელია

მას-კომუნიკაციის მაგისტრი - ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ;

  • აკადემიური წერა / 3 შეხვედრა - მსმენელები გამოიმუშავებენ ნებისმიერი აზრის დამაჯერებლად და გამართული ენით გადმოცემის (წერილობით; ზეპირად) უნარს.

           ლექტორინინო სვანიძე

          ლიტერატურული რედაქტორი, პედაგოგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი

  • მედია დაგეგმარება / 5 შეხვედრა მსმენელები გაეცნობიან როგორ მოიპოვებენ ჟურნალისტები ინფორმაციას და თავად წარსდგებიან რესპონდენტის როლში. აგრეთვე, ელექტრონული მედიის, ტელევიზიის და რადიოს სტრუქტურას,  ახალი ამბებისა და გადაცემების მზადების პროცესს.

          ლექტორინოდარ მელაძე

         საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“

 

4. ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა / 6 შეხვედრა მსმენელები შეძლებენ დონორებთან ორგანიზაციული ურთიერთობების დაგეგმვასა და მართვას, სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის ინსტრუმენტების SWOT, ROPES გამოყენებას; საპროექტო განაცხადისა და სასპონსორო წინადადების შედგენას.

 

5. პოლიტიკური და საარჩევნო პიარი - 6 შეხვედრა მსმენელები მიიღებენ ცოდნას პოლიტიკური და წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვის, პოლიტიკური „მესიჯ ბოქსის“ ფორმირებისა და  იმიჯის შექმნის კუთხით. ასევე, გაეცნობიან „სხეულის ენის“ მნიშვნელობას პოლიტიკურ კომუნიკაციებში, ადვოკატირებას და ლობის მნიშვნელობას. სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას მოდულირებულ პოლიტიკურ კამპანიებში.

ლექტორი: თამარ ქაფიანიძე

საჯარო და კერძო ორგანიზაციების კომუნიკაციების მენეჯერი - პროექტი „G4G“ (USAID) 

 

6. კვლევა / 6  შეხვედრა კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდიკას, კვლევის ჩატარების ტექნიკას და  მათ პრაქტიკაში გამოყენებას. 

ლექტორი: თეონა მატარაძე

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი - ჰალე–ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი, გერმანია

 

7. ბრენდინგი / 5 შეხვედრა მსმენელები  შეისწავლიან ბრენდის მართვის სისტემებს, მის ფუნქციას და კონცეფციას, სახელის შერჩევას და საკომუნიკაციო სტრატეგიას ბრენდის პლატფორმაზე დაყრდნობით.

ლექტორი: შოთა ჩინჩალაძე

ბრენდ-კონსულტანტი - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „LIVE“ 

 

8. ღონისძიებათა მართვა / 5 შეხვედრა - მსმენელები გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ლექტორი: მარიამ ყუბუსიძე

აღმასრულებელი დირექტორი - კომპანია „Georgian Events“

 

9. პრეზენტაციის ტექნიკა / 5 შეხვედრა - მსმენელები გამოიმუშავებენ პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადების და წარდგენის უნარ-ჩვევებს. 

ლექტორი: ირინა ბრეგვაძე

თანამშრომელთა სწავლების და განვითარების მენეჯერი - სადაზღვეო კომპანია „GPI ჰოლდინგი“

 

10. საბოლოო პროექტი - სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ რეალური კამპანია და ივენთი.

 

სასწავლო პროცესი

სწავლის ხანგრძლივობა: 16 კვირა (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2017 წლის 3 ოქტომბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ხუთჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

კურსის მოცულობა: 213 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

 მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 სექტემბერი  

საბუთების მიღების შემდეგ, 25-28 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: 

  1. მოტივაცია
  2. კომუნიკაციის უნარი

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 1900 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

I ეტაპი – 1300 ლარი – 2017 წლის 8 ოქტომბრამდე

II ეტაპი – 600 ლარი – 2017 წლის 10 ნოემბრამდე

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით 


თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

 

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PRM) სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად: 

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური პროექტის მომზადება და წარდგენა; 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86