ყველა სკოლა
ENGLISH

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა

 

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულების გამოშვება, რომლებიც დაიმკვიდრებენ თავს, როგორც შემოქმედებითი კომუნიკატორები, რომელთაც აქვთ უნარი დაგეგმონ და წარმატებით განახორციელონ საკომუნიკაციო სტრატეგია სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებით.

სტუდენტები მიიღებენ აუცილებელ თეორიულ საფუძველს, რომელიც ხელს შეუწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას კომუნიკაციის,  საზოგადოებასთან ურთიერთობის ან  მარკეტინგის სფეროში ეფექტური მუშაობისთვის, როგორც სამთავრობო, ასევე კომერციულ და არასამთავრობო სექტორში.

პროგრამა პიარის სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ ცოდნა, რომელსაც მომავალში პრაქტიკაში გამოიყენებენ. პროგრამა დაფუძნებულია ამერიკულ გამოცდილებაზე და ითვალისწინებს საქართელოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.  პროგრამა უნივერსალურია და მას ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ანალოგი არ მოეძებნება.

სასწავლო პროგრამა პარტნიორი კომპანიების დახმარებით ხორციელდება, ესენია: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი. კომუნიკაციის სკოლა, IREX საქართველო, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.

 

სტუდენტური ცხოვრება

სასწავლო პროცესი 

სწავლის საფასური

საბუთების მიღება

 

საკონტაქტო პირი

მარიამ სეხნიაშვილი

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: m.sekhniashvili@gipa.ge

მობ: +995 577 571 816

ტელ: 2 49 75 01