ყველა სკოლა
ENGLISH

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

via GIPHY

        ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

 

მედია:

ინფორმაციის შენახვის, გავრცელებისა და  გადაცემის  არხი

 

ინჟინერია:

ინჟინერი - ტექნოლოგიების  დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო ცოდნისა და ინოვაციური  უნარების დახმარებით ტექნიკური პრობლემების  გადაჭრა.

 

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი: 

კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც არ აქვს საბაზისო ცოდნა და გამოცდილება  პროგრამირების მიმართულებით, მარგამ მომავალში სურს თავად შექმნას : ვებ გვერდი, ვებ სერვისი, მობილური აპლიკაცია ან თამაში.

შესაბამისად, კურსზე მისაღებად არ არის  გათვალისწინებული  ბაკალავრის  ხარისხის პრერეკვიზიტები

 

სასწავლო კურსის ფორმატი: 

მედია ინჟინერიის კურსის ლექტორები  ტექნოლოგიების დარგის პრაქტიკოსი პროფესიონალები არიან.  ისინი  დამოუკიდებელი დეველოპერები ან სხვადასხვა წამყვანი ICT კომპანიების თანამშრომლები არიან. ლექციების მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება  პრაქტიკულ სამუშაოებსა და სტუდენტების პროექტების განხორციელებას.

სამაგისტრო  კურსი  მიმდინარეობს აპრობირებული სწავლის მეთოდით - „სწავლა კეთებით“. სწორედ ამიტომ, მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლეს ტექნოლოგიებს.

 

კურსის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ შემდეგ ტექნოლოგიებთან:

  • C#

  • ASP.NET MVC

  • HTML

  • CSS

  • Javascript

  • MS SQL

  • Android, Kotlin

  • Unity 3D

 

კურსის მსვლელობისას სტუდენტები ასევე შეისწავლიან შემდეგ მიმართულებებს:

  • ალგორითმები

  • ციფრული ლოგიკა

 

სტუდენტები იმუშავებენ პროგრამულ კოდთან და შექმნიან კონკრეტულ პროდუქტებს როგორიც არის: ვებ გვედი, ვებ სერვისი, მობილური აპლიკაცია ან თამაში. ასევე შეექმნებათ საფუძვლიანი წარმოდგენა ალგორითმებსა და მათ მნიშვნელობაზე კომპიუტერულ მეცნიერებაში. სტუდენტები გადაჭრიან  საინტერესო სხვადასხვა ამოცანებს, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული უნარების გამომუშავებაში დაეხმარებათ.

 

რას მიიღებენ სტუდენტები კურსის დასრულებისას: 

ამ კურსის დასრულებისას სტუდენტები  დაეუფლებიან ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც საშუალებას მისცემთ მომავალში სხვადასხვა მიმართულებით განვითარდნენ. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაიწყონ მუშაობა ICT კომპანიაში მათთვის სასურველი განხრით (ვებ, მობაილ ან თამაშების დეველოპერი) ან ინდივიდუალური შეკვეთების სახით სხვას დაუმზადონ პროგრამული უზრუნველყოფა.

 

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ: 

  • სტატიკური და დინამიური ვებ გვერდის შექმნა.

  • მობილური აპლიკაციის შექმნა ანდროიდის პლატფორმისთვის.

  • 3D თამაშების შექმნა სხვადასხვა მოწყობილობებისთვის, როგორიცაა: PC, ტაბლეტი, სმარტფონი.

  • UI/UX-ის შეფასება და დაგეგმარება.

  • ალგორითმების პრაქტიკაში გამოყენება.

  • ეცოდინებათ სხვადასხვა ცნობილი მეთოდოლოგია იდეის ჩამოყალიბების, პროექტის დაგეგმვის, მართვისა და შედეგების შეფასებისა

 

 

პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა: 

B ტესტის ჩაბარება და მინიმალური კომპეტენციის ზღვარის წარმატებით გადალახვა.

 

სწავლის საფასური:

3800 ლარი (ერთი წელი)

 დამატებითი ინფორმაცია:

  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი

  • სწავლების ენა: ქართული

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი

  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება

 

საკონტაქტო პირი

შოთა იორამაშვილი

ელ-ფოსტა: shota.ioramashvili@gipa.ge

მობ: +995 555 20 40 80

ტელ: 2 49 75 01; 2 45 75 45 (კომუტატორი)