ყველა სკოლა
ENGLISH

სამაგისტრო პროგრამები

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლაში მოქმდებს ორი სამაგისტრო პროგრამა: ინგლისურენოვანი მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის პროგრამა და ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ორივე პროგრამა სტუდენტებს აძლევს სათანადო განათლებას იმისათვის რომ მათ წარმატებულად განაგრძონ მუშაობა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში.

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დანიშნულება არის ჟურნალისტური პრინციპებისა და მეთოდიკის სწავლება. ამაში იგულისხმება ინფორმაციის მოძიება, ფაქტების გადამოწმება, ინტერვიუების ჩაწერა და ა.შ. გამომდინარე იქიდან რომ ტრადიციული ჟურნალისტიკა ტრანსფორმაციას განიცდის, ჩვენი სტუდენტები აქტიურად ეუფლებიან როგორც საერთო ჟურნალსტურ სტნდარტებს ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც მათ სამომავლო კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო ზრდის და მათ ინდუსტრიის ლიდერაბად ამზადებს. 

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია აღზარდოს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, რომლებიც დაიცავენ ზოგად მედია სტანდარტებს, ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გავრცელებას და რომლებიც თავისუფლად შეძლებენ როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში მუშაობას.

ახალი ტექნოლოგიების ინჟინერიის პროგრამა განკუთვნილია ერთი მხრივ იმ ადამიანებისათვის, ვისაც გააჩნია ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება, (მაგალითად ჟურნალისტებისათვის, PR მენეჯერებისათვის ან სხვა სფეროს ჰუმანიტარული ცოდნის მქონე ადამიანებისათვის) და სურს შეიძინოს ინფორმაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოგროვების, დახარისხების და გავრცელების უნარები. მეორე მხრივ კი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც უკვე გააჩნიათ პროგრამული პროდუქტების შექმნის გარკვეული გამოცდილება, მაგრამ სურთ შეიძინონ ინფორმაციის დამუშავების უნარები. მაგალითად პროგრამისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა პროგრამირებაში და შეისწავლონ სრულყოფილი პროგრამული პროდუქტების შექმნა (დეველოპერობა).