ყველა სკოლა
ENGLISH

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

ეს პროგრამა სტუდენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გახდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მულტიდისციპლინარული სპეციალისტი.

სკოლის კურიკულუმი, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ციფრული და ახალი მედიის საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლაზე, ამავე დროს, მიზნად ისახავს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებასაც. პროგრამა სტუდენტებს ამზადებს თანამედორვე მედიაორგანიზაციის სხვადასხვა პროფილის სპეციალობებისთვის. მაგისტრები ეუფლებიან მედია სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ ყველა პროგრამასა და ტექნიკას:გადაღებას, აუდიო-ვიზუალურ მონტაჟს, ფოტოგრაფიას, წერას, ონლაინ პლათფორმის შექმნასა და მართვას, მუშაობენ საავტორო დოკუმენტურ კინოზე. სტუდენტები ჩართულები არიან ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ აქტივობებში: ფესტივალები, სემინარები, კონფერენციები, შემოქმედებითი სახელოსნოები, სპორტული ტურნირები და ა.შ

სწავლის მსვლელობისას, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ჟურნალისტიკის და მედიამენეჯმენტის კონცენტრაციები.

მაგისტრი, რომელიც აირჩევს ჟურნალისტიკის კონცენტრაციას, მზად იქნება იმუშაოს განსხვავებული მედიაპლატფორმების შემდეგ პოზიციებზე: კორესპონდენტი, რედაქტორი, პროდიუსერი, ფოტოჟურნალისტი, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, პროგრამების წამყვანი, ბეჭდური და ონლაინ მედიის პუბლიკაციებისა და პროექტების ავტორი, დოკუმენტური კინოს რეჟისორი, დოკუმენტური კინოს პროდიუსერი, მკვლევარი, ახალი მედიის სპეციალისტი.

მაგისტრი, რომელიც აირჩევს მედიამენეჯმენტის კონცენტრაციას შეძლებს ბეჭდურ, ონლაინ და ტელე-რადიო მაუწყებლობაში სხვადასხვა რგოლის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. მას ექნება ცოდნა დაგეგმოს მაუწყებლობის ბადე, იმუშაოს მარკეტინგის, სარეკლამო ან გაყიდვების აგენტის და მენეჯერის პოზიციაზე.

 ინდივიდუალური შემოქმედებითი მუშაობისთვის, სასურველია მაგისტრს  ჰქონდეს ფოტოკამერა და ნოუთბუქი. 

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა  ორწლიანია და შედგება ოთხი სემესტრისგან.

პროგრამა 120 ECTS კრედიტის მოიცავს, საიდანაც 25 კრედიტი სამაგისტრო ნაშრომს (კვლევა და პრაქტიკული სამუშაო) ეთმობა.

სწავლების ყველა ეტაპზე სტუდენტი ჩართულია პრაქტიკულ მუშაობაში. სკოლის პარტნიორის,  IREX ის დახმარებით, ლექციები ტარდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში MEC.

სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, ესენია: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სკოლა, IREX საქართველო, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

დამატებითი ინფორმაცია (სწავლის შედეგები, შეფასება და ა.შ.)

 

საკონტაქტო პირი

ანუნა ბუკია

ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: a.bukia@gipa.ge

მობ: +995 593 504 154

ტელ: 2 49 75 01; 2 45 75 45 (კომუტატორი)