ყველა სკოლა
ENGLISH

ღონისძიებათა მენეჯმენტი

ღონისძიებათა მენეჯმენტი

Become Professional Event Manager at GIPA 

პროგრამის შესახებ: 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების  ცენტრი აცხადებს მიღებას ღონისძიებათა მენეჯმენტის პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამაზე.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს გადასცეს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. სტუდენტები გაეცნობიან კორპორატიული, საჯარო და კერძო ღონისძიებების ჩატარების ტექნიკას და მის შემოქმედებით, ტექნიკურ და ლოგისტიკურ ელემენტებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების ღონისძიებათა მენეჯერებს და მათთან ერთად განიხილონ რეალური ქეისები.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც საჯარო, ასევე კერძო თუ არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომელთა ძირითადი ფუნქციები დაკავშირებულია  ღონისძიებების დაგეგმარებასა და პრომოუშენთან.

თეორიულ ნაწილთან ერთად, პროგრამა დატვირთული არის პრაქტიკული დავალებებით. კურსის ბოლოს სტუდენტები დაგეგმავენ და განახორციელებენ რეალურ ღონისძიებას /პროექტს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  • ღონისძიების სტრატეგიული გეგმის განვითარებას;
  • მთლიანი ფინანსური პროცესის მართვას და შეფასებას;
  • ღონისძიების შესაფერისი დიზაინის და ადგილის შერჩევას;
  • ღონისძიების მარკეტინგული კამპანიის ჩატარებას;
  • ფინანსური და უსაფრთხოების რისკების ანალიზს;
  • წარმატებული ღონისძიების დაგეგმვას და ჩატარებას;
  • ბენეფიციარების უკუგების გაზომვას.

პროგრამის აღწერილობა

1.    ღონისძიებათა მენეჯმენტის საფუძვლები, ტერმინები და დოკუმენტაციის მომზადება / 12 შეხვედრა - ლექტორი: მაკა ყუბუსიძე 

მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა სახის ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდებს, შეიძენენ საბაზისო ცოდნას და განივითარებენ საჭირო უნარებს ღონისძიებათა მართვის სფეროში. მსმენელები გაეცნობიან ღონისძიების ტექნიკურ დეტალებს, როგორებიცაა  სცენარი, საკითხების გადანაწილება, შესყიდვების დოკუმენტი, მომწოდებელთა ჯაჭვის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ღონისძიების ისტორია - ფოტო და ვიდეო არქივი, კლიენტის უკუგება, სტუმრების სია.

2.    MICE ინდუსტრიის მიმოხილვა / 1 შეხვედრა - ლექტორი: თორნიკე ზირაქიშვილი

კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან MICE (Meals, Incentives, Conferences and exhibitions) ინდუსტრიის შესახებ ინფორმაიცას, მის მნიშვნელობას ტურიზმის მიმართულებით და საქართველოს სტრატეგიას, განვითარების მიმართულებით.

3.    ღონისძიებების სახეობები და მათი მენეჯმენტი   / 7 შეხვედრა - თამარ ზაქარიაძე, თაკო დოლაბერიძე, აჩიკო გულედანი, მაია რეხვიაშვილი, თამარ გულედანი, ეკა თვაური

მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, შეხვდებიან სხვადასხვაო ორგანიზაციის ღონისძიებების და ფესტივალების უშუალო განმახორციელებლებს და რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, გაეცნობიან ღონისძიების მართვის ყველა ასპექტს. 

  • კონფერენციები და ბიზნეს ფორუმები
  • კორპორატიული ღონისძიებები
  • ღონისძიებები ღია ცის ქვეშ (ფესტივალი, გამოფენა ა.შ)
  • განსაკუთრებული ღონისძიებები (მოდის კვირეული, თეატრალური ფესტივალი)
  • კერძო ღონისძიება (ქორწილი, იუბილე)
  •  წამახალისებელი ღონისძიება (incentive) და ჯგუფური მუშაობა
  • ღონისძიების მაღაზია (event shop) და ტექნიკური მხარდაჭერა

4.    ღონისძიების შეფუთვა, ინტერიერის დიზაინი და ადგილის დაგეგმვა (floor plan) / 3 შეხვედრა - ლექტორი: ნინო არევაძე, ნინო ლიპარტელიანი 

სწორი დიზაინი წარმატებული ღონისძიების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მსმენელები გაეცნობიან ღონისძიების მოწყობისა და  „შეფუთვის“ სხვადასხვა მეთოდებს, შეისწავლიან როგორ გაითვალისწინონ ორგანიზაციის ბრენდინგის ელემენტები ღონისძიების ადგილის დაგეგმვის დროს.

5.    რისკების მენეჯმენტი (ტექნიკური მენეჯმენტი) / შეხვედრა - ლექტორი: ნიკოლოზ კობახიძე

ღონისძიების გეგმის განხორციელების დროს მნიშვნელოვანია ფორს-მაჟორული ვითარების მართვა. მოულოდნელი უსიამოვნებისგან თავიდან ასარიდებლად, მსმენელები ისწავლიან რისკების გათვლისა და მათი გადაწყვეტის სტრატეგიას.

6.    ღონისძიების მარკეტინგი და ბრენდინგი / 4 შეხვედრა  - ლექტორი: შოთა ჩინჩალაძე

მსმენელები ისწავლიან, როგორ დაგეგმონ ღონისძიების წარმატებული მარკეტინგული კამპანია და „გაყიდონ“ ივენთი. ასევე, გაეცნობიან ბრენდის არსს, მის შემადგენელ კომპონენტებს და მნიშვნელობას ღონისძიების დაგეგმარების დროს.

7.    ლოგისტიკა (სასტუმროები, ტრანსპორტი,  ავიაბილეთები, გიდები, ტურიზმი) / შეხვედრა - ლექტორი: მაია კიკნაძე 

ღონისძიების მენეჯმენტის ფარგლებში მნიშვნელოვანია სტუმრებისათვის სასტუმროების, ტრანსპორტისა და ტურიზმის მენეჯმენტის ცოდნა და დაგეგმვა. მსმენელები გაეცნობიან ტურისტულ კომპანიებთან მუშაობის სპეციფიკას და პრაქტიკას.

8.    ქეითერინგი (სარესტორნო მომსახურება) / შეხვედრა - ლექტორი: ლიკა კარტოზია 

ნებისმიერი ღონისძიების ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ნაწილია ქეითერინგის სერვისის უზრუნველყოფა. მსმენელები გაეცნობიან მომსახურების სტანდარტებს მაგიდის გაწყობიდან დაწყებული, მომსახურე პერსონალის მართვით დამთავრებული.

9.    პერსონალის და მოხალისეების მართვა/ შეხვედრა 

მსმენელები გაეცნობიან ღონისძიების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პერსონალის მართვის სპეციფიკას, დაწყებული ღონისძიების დაგეგმვის, მისი უშუალო განხორციელებისა და შემდგომი პერიოდის მენეჯმენტს. ასევე, გაეცნობიან მოხალისეების შერჩევის და მათი მართვის სპეციფიკას.

10. მედიასთან ურთიერთობა და სოციალური ქსელების გამოყენება/  2 შეხვედრა - ლექტორი: ანუნა ბუკია 

მსმენელები გაიგებენ, თუ რას ნიშნავს ონლაინ-კომუნიკაცია; რა ინსტრუმენტები და სოციალური ქსელები არსებობს და როგორ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება ამა თუ იმ ღონისძიების დაგეგმარებისას.

11. პრეზენტაციის უნარები / 4 შეხვედრა - ლექტორები: გიორგი კევლიშვილი; სანდრო კვანტალიანი

მსმენელები გაეცნობიან არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის არსს და მნიშვნელობას ადამიანთა ურთიერთობის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების ბაზაზე, მსმენელები შეისწავლიან სხეულის ენის გამოვლინებებს  და საშუალებას მისცემს განსაზღვრონ მოსაუბრეების დამოკიდებულება/განწყობა მათ მიმართ.

12.  ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა 4 შეხვედრა - ლექტორი: მაია მიქაშავიძე

 კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები შეძლებენ დონორებთან ორგანიზაციული ურთიერთობების აგებას; ორგანიზაციისთვის ფონდების მოძიების სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვას, სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტების SWOT, ROPES გამოყენებას; ღონისძიების პროექტის და სასპონსორო წინადადების შედგენას.

13. საბოლოო პროექტი : ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება

კურსის ბოლოს მონაწილეები დაგეგმავენ და განახორციელებენ რომელიმე ტიპის ღონისძიებას, რისთვისაც მიიღებენ დაფინანსებას ჯიპასგან და სხვადასხვა სპონსორებისგან. ღონისძიებაში ჩართულობის შესაბამისად, სტუდენტები მიიღებენ შეფასებას და გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

 პროგრამის განმახორციელებლები: 

1. მარიამ ყუბუსიძე - აქვს სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებათა ორგანიზებისა და განხორციელების 16-წლიანი გამოცდილება. 2002 წლიდან იგი მუშაობს კომპანიაში „Georgian Events”. მის მოვალეობებში შედიოდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე სტუმრების ლოგისტიკა და რეგისტრაცია, ბიუჯეტირება და მენეჯმენტი. ამჟამად არის კომპანია „Georgian Events”-ის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, მოდის ჟურნალის „ნარგის ჯორჯია“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. აქვს ღონისძიებათა მენეჯმენტის მიმართულებით ლექციების წაკითხვის 10 წლიანი გამოცდილება. 

2. თორნიკე ზირაქიშვილი - სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში. არის დასავლეთ ჯორჯიას უნივერსიტეტის (ამერიკის შეერთებული შტატები) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. ამჟამად მუშაობს სსიპ "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 

3. თამარ ზაქარიაძე - აქვს კორპორატიული ღონისძიებების მართვის +8 წლიანი გამოცდილება; ამჟამად მუშაობს "თიბისი" ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობების (CSR) მენეჯერი თანამდებობაზე და არის გადაცემის "დილის შოკოლადი" პროდუსერი.  აქვს ღონისძიებათა მენეჯმენტის მიმართულებით ლექციების წაკითხვის 7 წლიანი გამოცდილება.

4. მარიამ რაქვიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპული სამართლის მაგისტრი. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ეკავა სხვადასხვა წამყვანი პოზიცია. ამჟამად მუშაობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.  

5. აჩიკო გულედანი - Tbilisi Open Air Alter Vision -ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, ღია ფესტივალების მენეჯმენტის +3 წლიანი გამოცდილება

6. თაკო დოლაბერიძე -  ქორწილების და იუბილეების ორგანიზატორი, სპეციალური ღონისძიებების ჩატარების +5 წლიანი გამოცდილება, კაფე „ორანჟერეას“ მენეჯერი

7. თამარ გულედანი - აქვს 20 წლიანი გამოცდილება ტურისტულ და სასტუმრო ინდუსტრიაში, +16 წლიანი გამოცდილება გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების დირექტორი პოზიციაზე საქართველო-აზერბაიჯანის შერატონებში, სასტუმროების გახსნის აღმასრულებელი გუნდის წევრი - შერატონ ბათუმი (2010), შერატონ ბაქო (2011) და შერატონ დუშანბე (2015). კურირებდა ყველა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას, ფესტივალსა და კონფერენციას შერატონ მეტეხი პალასში და შერატონ ბათუმში. +6 წლიანი ლექტორობის გამოცდილება მენეჯმენტის, გაყიდვების, ბრენდინგის და მეწარმეობის საფუძვლებში. ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის საბჭოს წევრის სტატუსით, GNTA (სეტს)-ის მირ ეროვნული საკონვენციობიუროს შექმნის და მართვის პროცესის აქტიური მონაწილე.

8. ნიკოლოზ კობახიძე - აქვს მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. არის კომპანიების „Georgian Integrated Systems“ და „Premium Events” დამფუძნებელი. კომპანია "Premium Events”-ი უკვე შვიდი წელია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების კორპორატიულ ღონისძიებებს. არის მრავალი საერთაშორისო პროექტის და პროგრამის განმახორციელებელი.

9. ლიკა კარტოზია - რესტორნების მართვის სფეროში მუსაობის +11 წლიანი გამოცდილება. ამჟამად მუსაობს შპს "საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის რესტორნების პროცესების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე. 


 ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 15 კვირა. სწავლა დაიწყება 2016 წლის 11 აპრილს.

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ/ოთხჯერ, სამუშაო დღეებში საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით - დღის პირველ ან მეორე ნახევარში. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 7 აპრილი.

კურსის მოცულობა: 135 საათი 

პროგრამის ღირებულება1600 ლარი

სწავლების ენა: ქართული (სასურველია ინგლისურის ცოდნა) 

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიების მენეჯერის (Event Manager Certificate) სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად: 

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური პროექტის მომზადება და წარდგენა;

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

 

მისაღები პროცედურები: 

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

საბუთების მიღების შემდეგ, 8 აპრილს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

 

შერჩევის კრიტერიუმები: 

  1. მოტივაცია
  2. სამუშაო გამოცდილება
  3. კომუნიკაციის უნარი

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) - 10%

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108

ტელ: (995 32) 2 49 75 01

ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge

მობ: +995 599 77 86 86