ყველა სკოლა
ENGLISH

ინტერპერსონალური ურთიერთობები

 ინტერპერსონალური ურთიერთობები

Certificate Interpersonal Relationships 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ზურაბ მხეიძის სასერტიფიკატო საავტორო პროფრამაზე ინტერპერსონალური ურთიერთობები (ურთიერთობების ფსიქოლოგია).

 

გთავაზობთ უნიკალურ პროგრამას, რომელიც მოცავს სოციალურ გარემოში ტრადიცულად არსებული ურთიერთობების ყველა ტიპს, როგორც საქმიანს, ისე პირად ურთიერთობებს. თქვენ გაეცნობით ყველა იმ კანონზომიერებას რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობის სპეციფიკასთან.

 

ლექტორი: ზურაბ მხეიძე - ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით (+30 წელი) და +25 წლიანი ტრენინგების ჩატარების და კონსულტირების გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ხარისხის და ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს +10 კვლევა ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის სოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტი და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსის და ტარტუს უნივერსიტეტებში. 

 

 სასწავლო პროცესი

სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა. სწავლა დაიწყება 2017 წლის 11 თებერვალს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით 15:00-დან 18:00 საათამდე.

კურსის მოცულობა: 30 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 9 თებერვალი. 

საბუთების მიღების შემდეგ, 10 თებერვალს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმი: 

  1. მოტივაცია

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 800 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

I ეტაპი – 600 ლარი – 2017 წლის 18 თებერვალი

II ეტაპი –200 ლარი – 2017 წლის 11 მარტი

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ინტერპერსონალური ურთიერთობების სერტიფიკატი (CIR).

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად: 

  • დადებითი შეფასება

მსმენელების ცოდნა შეფასდება ლექტორის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან პირველ შეხვედრაზე. 


საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86