ყველა სკოლა
ENGLISH

სკოლის ისტორია

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა 2001 წელს დაარსდა. სკოლის კურიკულუმი და ლექტორები ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრმა და ამერიკულმა მედია ორგანიზაციებმა ერთად შეარჩიეს. სკოლამ პირველი კურსდამთავრებულები 2002 წელს გამოუშვა. 2002-2003 წლიდან სკოლაში ყოველწლიურად ირიცხებიან სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები, ხოლო 2005 წლიდან - პირველი სტუდენტი ცენტრალური აზიიდან. ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კურსდამთავრებულთა შორის არიან სტუდენტები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და მთიანი ყარაბაღიდან.

2010 წელს დაარსდა და წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას სადიკუსიო კლუბი ფრონტლაინ საქართველო, რომლის სტუმრები იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან: ჟურნალისტი მარი კოლვინი (1956-2012), საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, პულიცერის პრემიის ლაურეატი ჯოშუა ფრიდმანი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი დენის უილ კოქსი და სხვები. 

სკოლის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს სტუდენტური მედია, რომელიც მოიცავს სტუდენტურ საინფორმაციო პორტალს www.newscafe.ge და რადიო ჯიპას ტალღაზე FM 94.3.

2011 წლის სექტემბრიდან სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ჩამოდიან სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ჟურნალისტიკის კურიკულუმისა და სკოლის მენეჯმენტის განვითარებაში.

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლასა და საერთაშორისო ორგანიზაცია IREX საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2012 წლის მარტში, ამოქმედდა განათლების მულტიმედია ცენტრი, რომელიც უახლესი ტექნიკისთ არის აღჭურვილი. სწორედ ამ ცენტრში უტარდებათ სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.