ყველა სკოლა
ENGLISH

კომუნიკაციის ფსიქოლოგია

 კომუნიკაციის ფსიქოლოგია

Certificate Communication Psychology

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ზურაბ მხეიძის სასერტიფიკატო საავტორო კურსზე კომუნიკაციის ფსიქოლოგია.

 

გთავაზობთ უნიკალურ პროგრამას, რომლის გავლის შემდეგ სრული წარმოდგენა გექნებათ კომუნიკაციაზე, როგორც პროცესსზე. მიღებული ცოდნა განგივითარებთ საკუთარი თავის რწმენის და კრიტიკული შეფასების უნარს, აგრეთვე გახდის თქვენს ქმედებებს შედეგზე ორიენტირებულს.

 

პროგრამის აღწერილობა:

პროგრამა მოიცავს ორ მოდულს:

  • კომუნიკაციის სტრუქტურული ერთეულების მნიშვნელობა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, დამაჯერებელი კომუნიკაციის განმსაზღვრელი ფაქტორები
  • კომუნიკაცია, როგორც ორგანიზაციული მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი 



ლექტორი: ზურაბ მხეიძე - ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით (+30 წელი) და +25 წლიანი ტრენინგების ჩატარების და კონსულტირების გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ხარისხის და ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს +10 კვლევა ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის სოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტი და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსის და ტარტუს უნივერსიტეტებში. 

 

 სასწავლო პროცესი

სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა.

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით 15:00-დან 18:00 საათამდე.

კურსის მოცულობა: 30 საათი

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

 

საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმი: 

  1. მოტივაცია

 

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 800 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

I ეტაპი – 600 ლარი

II ეტაპი –200 ლარი 

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

 

სერტიფიკატი

 სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის სერტიფიკატი (CCP).

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად: 

  • დადებითი შეფასება

მსმენელების ცოდნა შეფასდება ლექტორის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან პირველ შეხვედრაზე. 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86