ყველა სკოლა
ENGLISH

შემოქმედებითი მულტიპლატფორმული ლაბორატორია

ლაბორატორია არის სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც ახალგაზრდები ქმნიან მედია პროექტებს, იდეის გენერაციიდან მის საბოლოო განხორციელებამდე.

ლაბორატორიებს ხელმძღვანელობენ პრაქტიკოსი ლექტორები, რაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესშივე სტუდენტების ინტეგრირებას ბაზართან და პოტენციურ დამსაქმებლებთან.

ლაბორატორიის ფარგლებში იქმნება ისეთი მედია პროექტები, როგორიცაა სარეკლამო რგოლები, „ბრენდბუქები“, ელექტრონული წიგნები, სოციალური რეკლამები, მუსიკალური ალბომები, დოკუმენტური ფილმები, მულტიმედია და ვიდეო პროექტები. სკოლა ეხმარება სტუდენტებს პროექტების განვითარებასა და  ნამუშევრების  საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენაში.

GIPA - ს  CG MULTILAB-ი  აღჭურვილია აუხლესი ტექნიკით, კომპიუტერებით, სახატავი პლანშეტებით, ოკულუსებით და ა.შ. იმით, რაც საჭიროა კომპიუტერული გრაფიკის მიმართულებით თანამედროვე სასწავლო პროგრამების განხორციელებისათვის.

CG MULTILAB-ი,  კავკასიის რეგიონში Autodesk-ის პირველი    ავტორიზებული ტრენინგ ცენტრია, რომელიც სასწავლო პროგრამებს განახორციელებს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების ბაკალავრებისათვის, კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციის, ვიზუალური ეფექტების მიმართულებით. ისინი ჩაერთვებიან კომპანია Autodesk-ის მიერ ორგანიზებულ ყველა საერთაშორისო კონკურსსა თუ აქტივობაში.