ყველა სკოლა
ENGLISH

აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა უნიკალურია, რადგან ერთი მხრივ, ის იძლევა კომპლექსურ ცოდნას მულტიდარგობრივ სპეციალიზაციებში  და მეორე მხრივ, ბაზისურ ცოდნას კულტურასა და ხელოვნებაში.

ფუნდამენტური საგანმანათლებლო I კურსის დახურვის შემდეგ სტუდენტები სპეციალიზდებიან :

  • მედია ხელოვნებაში - რეკლამა და ქროსმედია კამპანია, გრაფიკული დიზაინი და ციფრული დიზაინი

  • აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში - ინტერაქტიული მედია პროექტები და ვიდეო წარმოება.

დამატებითი სპეციალობა (მაინორი) ანიმაციაში.

  • 2014 წლის დეკემბერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროექტის დაფინანსების შედეგად უნივერსიტეტში შეიქმნა კომპიუტერული გრაფიკის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია CG MULTILAB at GIPA, რამაც საშუალება მოგვცა აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეგვექმნა დამატებითი სპეციალობა, მაინორი ანიმაციაში, სადაც ახალგაზრდები ქმნიან მედია პროექტებს, იდეის გენერაციიდან მის საბოლოო განხორციელებამდე.

 

აკადემიური საბაკალავრო  პროგრამა:

აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება - ხანგრძლივობა 4 წელი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ხელოვნების ბაკალავრი აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში

ხელოვნების ბაკალავრი მედია ხელოვნებაში

პროგრამის მოცულობა კრედიტებით:

240 კრედიტი

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის ღირებულება: 

წელიწადი 5400 ლარი;

 

აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების  საბაკალავრო პროგრამა ოთხწლიანია და შედგება რვა სემესტრისაგან, რომლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს  240 კრედიტს.

სწავლების პირველი ეტაპი (I-III სემესტრი)  68 კრედიტი- მოიცავს საბაზისო განათლების   კლასებს;

სწავლების მეორე ეტაპი (III-VII სემესტრი) 147 კრედიტი - მოიცავს ძირითადი სპეციალობების,  აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების, სავალდებულო საგნებს (123 კრედიტი)  და არჩევით საგნებს (24 კრედიტი);

სწავლების მესამე  ეტაპი (VIII სემესტრი)  25 კრედიტი - მოიცავს შემოქმედებით პორტფოლიოს (5 კრედიტი და  სადიპლომო ნაშრომს 20 კრედიტი).

სავალდებულო სტაჟირება - სწავლების მესამე ეტაპზე ხდება სტუდენტების სტაჟიორის სტატუსით განაწილება სკოლის პარტნიორ კომპანიებში. სადაც მათ ეძლევათ საშუალება ჩაერთონ  რეალური პროექტების განხორციელებაში

 

საკონტაქტო პირები

ანნა ძიაპშიპა

აუდიო-ვიზუალური საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: a.dziapshipa@gipa.ge

მობ: +995 577 44 32 72


ნინო ლიპარტელიანი

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: n.liparteliani@gipa.ge

მობ: +995 551 975 475

ტელ: 2 49 75 01; 2 45 75 45 (კომუტატორი)