ყველა სკოლა
ENGLISH

ჩვენ შესახებ

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მისია არის კომუნიკაციების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და დამოუკიდებელი, პროფესიონალური მედიის მხარდაჭერა კავკასიაში. დღეს, სკოლაში ოთხი აკადემიური პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ასობით ახალგაზრდა სწავლობს როგორ უპასუხოს საკომუნიკაციო სფეროში არსებულ გამოწვევებს. 

 

ეს პროგრამებია:

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა;

ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა;

საბაკალავრო პროგრამა აუდიო-ვიზუალურ და მედია ხელოვნებაში.

აკადემიური პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებასა და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიცემაზე. სასწავლო პროცესს უძღვებიან შესაბამის სფეროში აღიარებული პრაქტიკოსი ლექტორები და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი. პროგრამების პრაქტიკული კლასები ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მულტიმედია და კომპიუტერულ ლაბორატორიებში; ბევრი კლასი სახელოსნოს ხასიათს ატარებს და აადვილებს სტუდენტის ინდუსტრიაში გადასვლას. სკოლის კურსდამთავრებულთა 85% დასაქმებულია შესაბამისი მიმართულებების საუკეთესო კომპანიებში. 

აკადემიური პროგრამების გარდა სკოლა აწარმოებს პროფესიულ ტრეინინგებსა და სასერტიფიკატო კურსებს. ტრეინინგების სპექტრი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ჟურნალისტიკა, დოკუმენტური ფილმის წარმოება, მედიაბიზნესის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობები, კომუნიკაციის მენეჯმენტი, რეკლამის წარმოება და სხვა.

სკოლის დებულება

სკოლის სტრუქტურა