?????????: ???????, 0108
???? ?????? #2
???: (+995 32) 931466, 934346
?????: (+995 32) 931466

» თავფურცელი:

ვაკანსიები

ვაკანსია: ვეტერინარი

 

მომწოდებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (GRDP), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

 

ბოლო ვადა: 2008 წლის 3 ოქტომბერი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (GRDP) აცხადებს კონკურსს ვეტერინარის თანამდებობაზე . თბილისში

 

შრომის ანაზღაურება: $963.57 დარიცხული

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

*          უმაღლესი სამედიცინო განათლება ვეტერინარიის დარგში;

*          არა ნაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ვეტერინარიის სფეროში;

*          ცხოველთა ჯანმრთელობის და დაავადებების საფუძვლიანი ცოდნა;

*          ინგლისური ენის ცოდნა;

*          საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

*          რეგიონებში მოგზაურობის შესაძლებლობა (პროექტები ძირითადად ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში);

*          მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და ანგარიშების ჩაბარება GRDP -ში;

*          გუნდური მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

 

 

საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

 

*          ვეტერინარული მომსახურების ცენტრების დაარსება და განვითარება აგრარულ-ტექნიკური კოლეჯების ბაზაზე;

*          რეგულარული ტექნიკური დახმარებისა და თეორიულ-პრაქტიკული კონსულტაციების გაწევა ვეტერინარული მომსახურების ცენტრებში (პროექტის ფარგლებში);

*          ვეტერინარების შერჩევა;

*          ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობა;

*          ვეტერინარული მომსახურების ცენტრების საქმიანობების დაკავშირება რაიონულ და საქალაქო ეროვნული მომსახურების დეპარტამენტებთან;

*          დასატრენინგებელი ჯგუფის შერჩევა და მომზადება;

*          კოლეჯის ვეტერინარებისა და ადგილობრივი ფერმერებისათვის დემონსტრაციებისა და კონსულტაციების ჩატარება საჭიროების შემთხვევაში;

*          ვეტერინარიის დარგის თანამედროვე მეცნიერული მეთოდების გაცნობა ვეტერინარულ ცენტრებში;

*          კვარტალური ანგარიშების მომზადება ვეტერინარული მომსახურების ცენტრების საქმიანობების შესახებ;

*          კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ვეტერინარიის კოორდინატორთან (CSU/USDA) კავშირი;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელ-ფოსტით უნდა გააგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე lika@gipa.ge  არა უგვიანეს 2008 წლის 3 ოქტომბრისა.

  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი
4ჩვენი სტუდენტები
 
 

დანიშნეთ თავფურცლად

თქვენ ხართ ამ საიტის
 #   სტუმარი

ყველა საავტორო უფლება დაცულია © საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2007
საიტის მიმდინარე ვერსია შექმნილია 2007წ. 12 იანვარს. ბოლო განახლება მოხდა დღეს -