ყველა სკოლა
ENGLISH

დებატკლუბი

                                                                      პროექტის შესახებ

 

სტუდენტური დებატები

სტუდენტური დებატების პროექტი 2013 წლის მარტიდან ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლაში, ფონდ „ღია საზოგადოების“ დაფინანსებით. აღნიშნულ პროექტში GIPA-ს პარტნიორობას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკა“. 

პროექტის მიზანია დებატების კომპონენტის ინტეგრირებას მმართველობის სკოლის საჯარო მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმებში. დებატების ტექნიკის  შესწავლა, ხელს შეუწყობს მაგისტრანტების ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კამათის ხელოვნების დაუფლებას და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარს. 

აღნიშნული პროექტით, პირველად საქართველოში ინერგება პრაქტიკული  სწავლება დებატების საშუალებით. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დებატების მეთოდოლოგია „გზა პარლამენტისაკენ“ შემუშავებულია ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

დღესდღეობით დებატკლუბი წარმატებული პროექტია GIPA-ს საუნვერსიტეტო ცხოვრებაში, რისი თქმის საფუძვლსაც გვაძლევს, როგორც მომავლის პერსპქტივები, აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის მაგისტრთა მე–3 თაობა, რომელიც აქტიურად არის ჩართული დებატკლუბის აქტივობებში.

 

 

დებატების წესები

ყოველი დებატი შედგება 3 ტურის და 3 სადებატო თემისაგან. თითო ტურის მომზადებისათვის განკუთვნილია 2 წუთი, ხოლო დებატისათვის 7 წუთი, სადაც 2 გუნდი ეპაექრება ერთმანეთს. 

I - თავისუფალი პარლამენტი – გუნდებს არ აქვთ განსაზღვრული პოზიციები, გუნდის წევრები ამბობენ იმ არგუმენტებს, რომელიც მათთვის მისაღებ პოზიციას ამყარებს ან უარყოფს.

II - ორიორზე – გუნდებიდან ირჩევა 2–2 მონაწილე, მოდერატორის დახმარებით მათ აქვთ განსაზღვრული პოზიცია სადებატო თემის მიმართ და არგუმენტების მეშვეობით ახდენენ მიცემული თეზისის უარყოფას ან განმტკიცებას.

III - მომხრემოწინააღმდეგე – თამაშში ერთვება მთელი გუნდი, მოდერატორის დახმარებით მათ აქვთ პოზიციის ან ოპონენტის როლი და არგუმენტების მეშვეობით ახდენენ მიცემული თეზისის დაცვას ან უარყოფას.

მონაწილეებს აფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც ხელმძღვანელობს სამი კრიტერიუმით, საუკეთესო მოდებატე ჯგუფისა და საუკთესო მოდებატის გამოსავლენად:

  1. გუნდურობა
  2. არგუმენტაცია
  3. პრეზენტაციის უნარები

თითოეული დებატის თემატიკის წინასწარი მომზადებისათვის სტუდენტებს აქვთ 3 კვირა. ამ დროის განმავლობაში ამუშავებენ სადებატო თემებს, იძიებენ თეორიულ ლიტერატურას, სტატისიკურ მონაცემებს, საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა კვლევებსა და გამოქვეყნებულ მასალებს.

დებატები არის თამაში, სადაც არ არსებობს კარგი ან ცუდი პოზიცია, ყველა მხარე თანაბარუფლებიანია და გუნდების უპირატესობა იკვეთება მხოლოდ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე.