» Home Page: Public Policy Master Program
მენეჯმენტის სერტიფიცირებული პროგრამა
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის
მენეჯმენტის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის გაცნობა. სასწავლო
პროცესის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება პროგრამის
მონაწილეთათვის იმ ცოდნის მიწოდებაზე, რომელიც წარმატებული
ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მართვისთვისაა აუცილებელი.
სტუდენტები გაეცნობიან მენეჯმენტის ძირითად ფუნქციებს, განსხვავებასა
და მსგავსებას კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მართვის მეთოდებში.
მენეჯმენტის პროგრამა შექმნილია ნებისმიერი
განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მენეჯმენტის
საფუძვლები, რათა ეფექტური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებების,
საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების მართვაში.
პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ,
დახვეწონ და განავითარონ პროფესიული უნარები, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, დაეუფლონ
წარმატებული მუშაობის ჩვევებს და გაითავისონ ის ღირებულებები, რომლებიც ხელს
შეუწყობს მათ ინტეგრირებას თანამედროვე ორგანიზაციებში. სასწავლო პროგრამის
მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მენეჯერის
წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ეფექტური მეთოდების შესწავლას.
სალექციო კურსები შემუშავებული და
წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და
პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო
პროგრამებზე დაყრდნობით.
პროგრამის სამი საუკეთესო სტუდენტი გაივლის
სტაჟირებას საქართველოს სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში.
მენეჯმენტის
სერტიფიცირებული პროგრამის დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს ეძლევათ საშუალება,
შეღავათიანი პირობებით ჩააბარონ სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამაგისტრო
პროგრამებზე.
პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისაგან:
-
ორგანიზაციული მენეჯმენტი;
-
ადამიანური რესურსების მართვა;
-
ბიზნეს მენეჯმენტი;
-
ბიზნეს გეგმა;
-
ფინანსური მენეჯმენტი /ფინანსური აღრიცხვა;
-
პროექტის მართვა;
-
საჯარო გამოსვლები/პრეზენტაციები;
-
მარკეტინგი.
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე.
პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე. სწავლა დაიწყება
28 ოქტომბერს. ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ,
18:30-დან.
პროგრამის ღირებულებაა 2000 GEL. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სწავლის
დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში.
მიღება
პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ 9
სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
საბუთების მიღება იწარმოებს ინტიტუტის
შენობაში მეოთხე სართულზე.
საკონტაქტო პირი:
ნინო ღონღაძე
საქართველოს
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
სახელმწიფო მმართველობის სკოლა, მე-4 სართული
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 93 14 66, (995 32) 99 61 83
ელ-ფოსტა:
nino_g@gipa.ge
|