მისამართი: თბილისი, 0108
მარი ბროსეს #2
ტელ: (+995 32) 931466, 934346
ფაქსი: (+995 32) 931466

» თავფურცელი:

 

 რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი:

მიზეზები, შედეგები, შეხედულებები 

"უნდა შევისწავლო პოლიტიკა და ომი იმისათვის, რომ ჩემ შვილებს

მათემატიკისა და ფილოსოფიის სწავლის შესაძლებლობა მიეცეთ".

ჯონ ადამსი

აშშ-ს პრეზიდენტი 1797-1801 წლებში

  

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ღია საზოგადოება - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით საფუძველი ჩაუყარა რუსეთ-საქარველოს კონფლიქტის შემსწავლელ ცენტრს.

 რუსული აგრესიის პირველსავე დღეებში ნათელი გახდა, რომ ამგვარი ცენტრის არსებობა აუცილებელია - რუსულმა ოკუპაციამ და ომმა ცხადჰყო, რომ ქართულ სამეცნიერო წრეებსა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას არასაკმარისი ცონდა აქვთ რუსული პოლიტიკის შესახებ. ომის განმავლობაში და მის შემდგომ არსებული საინფორმაციო ნაკადი, დიპლომატური დისკურსი, სამოქალაქო საზოგადეობის დებატები თუ მედიის მიერ შემოთავაზებული სტატიები და რეპორტაჟები ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველო თითქმის არ ცდილობდა ზოგადად რუსეთის და კერძოდ კი რუსული პოლიტიკის სიღრმისეულ შესწავლას.

 აგვისტოს კრიზისმა, აგრეთვე, მიგვანიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თანმიმდევრული შესწავლა და შეფასება კონფლიქტის სათავეების, შედეგებისა და საერთაშორისო კონტექსტის გათვალიწინებით.

 ხსენებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, აგრეთვე, რუსეთის შიდა პოლიტიკისა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში მისი მოქმედებების უკეთესი ანალიზისათვის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელ ცენტრს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს 1992 წლიდან, ანუ ორი სახელმწიფოს ფორმალური დამოუკიდებლობიდან, განიხილავს და შეისწავლის. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, მიექცევა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და, აგრეთვე, რუსეთში არსებულ ეთნიკურ პრობლემებს. ამასთანავე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ახალი კვლევის ცენტრი შეისწავლის უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის უგულვებელყოფის მიზეზებს და ამ პროცესების ზეგავლენას რუსეთის ურთიერთობაზე მეზობელ სახელმწიფოებთან.

 რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კვლევის ცენტრის მიერ შემოთავაზებული ანალიზი დაეხმარება ქართველ პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და ჟურნალისტებს გადაწყვეტილებების მიღების, სამეცნიერო დისკუსიების, რუსეთ-საქართევლოს ურთიერთობის განხილვის და, აგრეთვე, ახალი ამბების მომზადების პროცესში. ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანი რესურსი იქნება, აგრეთვე, საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული  განვითარებისათვის.

 

 
  English
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი შემდეგი ორგანიზაციების წევრია

LIVE

ჩამოტვირთეთ გაზეთი